მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში დაიხარჯება დონორების მიერ ჯანდაცვისთვის გამოყოფილი $71 მლნ? - თამარ გაბუნია

5f4e0fa37b545
ინგა მურუსიძე
01.09.20 13:08
760
2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა რეკორდული მოცულობის $2.3 მილიარდის ( 7 მილიარდი ლარის) საგარეო ვალდებულების აღებას გეგმავს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებით და მიზნობრიობით დიხარჯება. 2020 წლის ბიუჯეტის 7 თვის შესრულების ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროგრამის ფარგლებში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან AIIB მისაღები სახსრები 300 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები თანხა 240 მილიონი ლარია.

კონკრეტულად რაში დაიხარჯება დონორების ფული - ამ კითხვით Bm.ge-მ ჯანდაცვის მინისტრის მოდგილეს მიმართა. 

"ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-19-ის პანდემიაზე გადაუდებელი პასუხისთვის  მსოფლიო ბანკისგან და აზიის განვითარების საინვესტიციო ბანკისგან ერთდროულად მიიღო დახმარება. ჯანდაცვის ნაწილში თანხა ჯამურად 71 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მისი გამოყენება ხდება ტესტების შესყიდვისთვის, ასევე, დამატებით მოხდება გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობის შესყიდვა რუხის და ბათუმის საავადმყოფოებისთვის, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რამდენიმე საავადმყოფოსთვის. დამატებით ინფექციური საავადმყოფოსთვის მოხდება ინვენტარის შესყიდვა და ეს ყველაფერი ამ პაკეტის ნაწილია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

bm.ge ჯანდაცვის სამინისტროდან დეტალურად გამოითხოვს, თუ რაში დაიხარჯება მინისტრის მოადგილის მიერ დასახელებული 71 მლნ დოლარი, ასევე, სხვა თანხები და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.