06.აპრილი .2020 22:30

რაში დაიხარჯება მთავრობის მიერ გამოყოფილი 2 მლრდ ლარი? - რომან კაკულია

views 1288
უკან

იმ 2 მილიარდი ლარიდან, რომელიც გამოიყო, გაწერილია და დარჩენილია მხოლოდ 500 მლნ ლარი, რომელიც უნდა მოხმარდეს ბევრ ინდუსტრიას, რომელზეც შევთანხმდებით, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ BMG-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

„ამ სიტუაციიდან გამოსვლისას ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მუშაობს სისტემა, ძნელია ვერ იპოვო ისეთი მიმართულება, სადაც შეიძლება საჭირო არ იყოს თანხები. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის, თუ რა რესურსი შეიძლება გვქონდეს იმისათვის, რომ დავიწყოთ საუბარი იმაზე, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ. ყველაზე დიდი ვამოწვევა არის არასტაბილურობა შემოსავლების და შემოსულობების. როგორც მოგეხსენებათ, იმ 2 მილიარდიდან, რომელიც ითქვა თანხა გაწერილია და დარჩენილია მხოლოდ 500 მლნ ლარი, რომელიც უნდა მოხმარდეს ბევრ ინდუსტრიას, რომელზეც შევთანხმდებით. ჩვენ ახლა უნდა გავიგოთ, თუ რისი უფლება უნდა მივცეთ თავს. ადამიანები საუბრობენ, რომ ეს ან ის არის გასაკეთებელი. დანახვის პრობლემა ისედაც არ არის, მაგრამ მთავარია უნდა დავალაგოთ პრიორიტეტები ჩევნი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მსოფლიომ ასე გააკეთა და ჩვენ გამონაკლისები ვერ ვიქნებით. ყველამ გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ საერთაშორისო ვაჭრობა არ უნდა გაჩერდეს და ლოჯისტიკას მიექცეს ყურადღება. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გადახდის უნარის პრობლემაა, ამიტომ აქ მხოლოდ მონეტარული პოლიტიკა ვერ გაწვდება და აქ ფისკალური პოლიტიკა არის აუცილებელი. აქ დამოკიდებული ვართ რესურსებზე“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია დღეს დაიყოს ბიზნესი, ვის რა პრობლემა აქვს, ვინ სრულად გაჩერდა, ვინ ნაწილობრივ, ვინ უკეთესად არის და ა.შ.

„2 მილიარდიდან 100 მლნ ტურიზმთან დაკავშირებულ დარგებს დაეხმარება. იქ არის 10 მლნ სასტუმროებისთვის, 150-200 მლნ წავა ადამიანებზე, რომლებსაც კომუნალურებზე სჭირდებათ დახმარება, 600 მლნ არის დღგ-ს დაბრუნება და ა.შ.“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა