მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში დახარჯავს 300 მილიონ ევროს სახელმწიფო ელექტროსისტემა?

5e304ac7970e8
დავით ჯალაღონია
28.01.20 19:10
1398
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მომავალი 10 წლის განმავლობაში, ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის 300 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს - ამის შესახებ ჟურნალისტებს ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა, ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განუცხადა.

"ამ თანხის ძირითადი მასა მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში დაიხარჯება, რაც მოიცავს 500-220 კილოვოლტიანი ქსელის მშენებლობას, რაც საჭიროა, პირველ რიგში, გენერაციის ობიექტების მისაერთებლად, ანუ ჩვენი კომპანიის მიზანია, შეიქმნას ჰაბები, კვანძები, სადაც გენერაციის ობიექტები მიერთდებიან", - განაცხადა უჩა უჩანეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 28 დღეს, იანვარს, თბილისში ენერგეტიკის კვირეული დაიწყო. ეს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმია, რომელშიც 15-ზე მეტი ქვეყნიდან 300 სტუმარი მონაწილეობს.

კვირეულის ფარგლებში განიხილება საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ენერგოუსაფთხოების გაძლიერებისკენ მიღებული გადაწყვეტილებები, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები, ასევე, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მიმდინარეობა და მსხვილი საინვესტიციო პროექტები. ღონისძიების ორგანიზატორია საკონსულტაციო კომპანია "Invest In Network", რომლის სათაო ოფისი მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში.