10.მარტი .2020 10:15

რაში ეხმარება ღამის ეკონომიკის მენეჯმენტი მცირე და საშუალო ბიზნესს?

views 850
უკან

ღამის ეკონომიკის მენეჯმენტი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ტრენინგებსა და “ვორქშოფებს” სთავაზობს. როგორც თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერი სერგი გვარჯალაძე bm.ge-ისთან აცხადებს, ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით იმართება.

გადამზადების ფარგლებში ისინი ეცნობიან, როგორ შეიძლება საკუთარი სერვისი გააუმჯობესონ, გამოიყენონ ონლაინ პლატფორმები უკეთესად და მეტი მომხმარებელი მოიზიდონ. სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის დამოუკიდებლად სასწავლად ხშირად ბიზნესს სახსრები არ აქვს.

“მიკრო და მცირე მეწარმეების დახმარების მიმართულებით განსაკუთრებული როლი აქვს “ღამის ლაბორატორიას”, რომლის ინტენსიური ჩატარებისთვის საჭიროა თანხები. ძალიან ინტენსიურად ვცდილობთ, რომ ფონდები მოვიზიდოთ, გვყავს განსაკუთრებული პარტნიორები სხვადასხვა სფეროებიდან, იგივე სტარტაპებიდან და ვეძებთ სხავადსხვა ტიპის ფინანსურად შეძლებულ კომპანიებს, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში.

ტრენინგები, ვორქშოფები ძალიან მნიშვნელოვანია დღეს - განსაკუთრებით მიკრო და მცირე ზომის საწარმოებისთვის. მაგალითად ჩვენ შარშან ჩავატარეთ ტრენინგი სპეციალურად მცირე მეწარმეებისთვის, როგორიც არის ციფრული მარკეტინგი. ეს გამოცდილება მათ არ ჰქონდათ, ცალკე სპეციალისტის დაქირავება ამ კონკრეტული საქმისთვის ძვირი დაჯდებოდა.

ასევე სერვის პლუსის ტრენინგი ჩავატარეთ, სადაც მცირე ზომის სასტუმროებისათვის, AIRBNB-ზე ბინების გამქირავებლებისთვის ჩავატარეთ ტრენიგი, რა დამატებითი სერვისები შეუძლიათ შესთავაზონ მომხმარებლებს, ეს ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში. შედეგებსაც ვხედავთ უკვე ამ მიმართულებით, მოთხოვნა გაიზარდა ტრენინგის მეორე დღესვე”, - აცხადებს სერგი გვარჯალაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა