მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში იხარჯება მთის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარი?

5dcade7fbb918
BM.GE
12.11.19 21:43
1156
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის მიმდინარე წელს 20 000 000 ლარი გამოიყო. გამოყოფილი თანხა სხვადასხვა პროექტებზე დაიხარჯა და იხარჯება.

როგორც bm.ge-ს მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალურ ინფორმაციიდან ირკვევა, 2 000 000 ლარი გამოეყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტებთან ერთად, ელექტროენერგიის გარეშე არსებული დასახლებებისთვის მზის პანელების შესაძენად, ხოლო - 150 000 ლარი საქართველოს განათლების სამინისტროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გადასაცემად, მთის ფაკულტეტის შექმნისა და შესაბამისი სასწავლო პროგრამის მომზადების მიზნით. გარდა ამისა, 550 000 ლარი განათლების სამინისტროს სკოლა-პანსიონატების რეაბილიტაციისთვის იქნა გათვალისწინებული.

ასევე საინტერესოა, რომ 1 000 000 ლარი მიმართული იქნება სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის - „ახალგაზრდა მეწარმის“ განხორციელებისათვის;

ფონდიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს კი, გამოეყო 785 000 ლარი, საიდანაც, 585 000 ლარი მიმართული იქნება „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის განხორციელებისათვის, ხოლო 200 000 ლარი - მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დასაფინანსებლად.

გარდა ამისა, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის გამოიყო - 7 045 000 ლარი, საიდანაც:

ა) 2 040 000 ლარი მიმართული იქნება „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის განხორციელებისათვის;
ბ) 2 000 000 ლარი - მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის პროგრამის განხორციელებისათვის;
გ) 300 000 ლარი - რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისათვის;
დ) 1 220 000 ლარი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად;
ე) 300 000 ლარი - პროგრამა „დანერგე მომავალი“ განსახორციელებლად;
ვ) 185 000 ლარი კი „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის თანადაფინანსების პროგრამის“ განსახორციელებლად.

აღსანიშნავია, რომ მთის განვითარების ფონდი 2015 წელს შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა იყო.