მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში ხარჯავენ უცხოელი ვიზიტორები საქართველოში სტუმრობისას ყველაზე მეტ თანხას?

5d9c4dce84239
ელენე გოგბერაშვილი
09.10.19 09:40
1659

უცხოელმა ვიზიტორებმა 2018 წელს საქართველოში 7,9 მლრდ ლარი დახარჯეს. მათ მიერ გაღებული ხარჯების ყველაზე მეტი წილი კი, საკვებსა და სასმელზე მოდის.

„თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის სექტორის კვლევა აჩვენებს, რომ უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში საკვებსა და სასმელზე გაწეული ხარჯები 2015 წლიდან მოყოლებული მზარდია.

თუ 2015-2016 წლებში საკვებსა და სასმელზე მათი ხარჯვის 24% მოდიოდა, ეს წილი 2017 წელს - 26%-მდე, 2018 წელს კი - 29%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მაჩვენებელს, 2019 წლის პირველ ნახევარში უცხოელმა ვიზიტორებმა მათი ხარჯების 25% მიმართეს საკვების და სასმელის შესაძენად, 2018 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 28%-ს შეადგენდა.

2015 წელთან შედარებით გაზრდილია უცხოელი ვიზიტორების მიერ განთავსების საშუალებებში დახარჯული თანხებიც.

თუ 2015 წელს ეს მაჩვენებელი მათი ხარჯების 20% იყო, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ამ მიმართულებით ხარჯების წილმა 25% უკვე შეადგინა.

 


კვლევა კლების ტენდენციას აჩვენებს შოპინგის კომპონენტში.


შიპინგზე უცხოელმა ვიზიტორებმა 2015 წელს ხარჯების 28% მიმართეს, 2016 წელს - 24%, 2017 წელს - 21%, 2018 წელს კი - 20%. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შოპინგის წილი ხარჯებში 19%-ს შეადგენს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე 3%-ით ნაკლებია.