მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ი ანდროიდის სისტემაზე მომუშავე სმარტფონის მფლობელებს თამაშის აპლიკაციებს შესთავაზებს

61829a37b1378
ნათია თაქთაქიშვილი
03.11.21 21:20
637
ონლაინ სტრიმინგ სერვისი Netflix-ი აცხადებს, რომ კომპანია ანდროიდის სისტემაზე მომუშავე სმარტფონის მფლობელებს პირველად თამაშის აპლიკაციებს შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დღეიდან ანდროიდის სისტემაში Netflix-ის აპლიკაცია განახლდება და მომხმარებლები თამაშების ჩამოტვირთვას შეძლებენ.

პირველ ეტაპზე Netflix-ის აბონენტებისთვის ხუთი თამაში იქნება ხელმისაწვდომი, ამასთან კომპანია აცხადებს, რომ თამაშები სარეკლამო პაუზების და დამატებითი გადასახადებისგან თავისუფალი იქნება.

BBC-ის ცნობით, მომხმარებელი შემდეგი თამაშების ჩამოტვირთვას შეძლებენ:

• Stranger Things: 1984
• Stranger Things 3: The Game
• Card Blast
• Teeter Up
• Shooting Hoops.

„ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი მიზნებისა, რაც ჩვენ გვაქვს ჩაფიქრებული სათამაშო აპლიკაციების განვითარების კუთხით. ჩვენ მომხმარებლებს ექსკლუზიურ გასართობ აპლიკაციებს, სარეკლამო პაუზის და დამატებითი გადასახადების გარეშე შევთავაზებთ. მისი საფასური შესული იქნება Netflix-ის სააბონენტო გადასახადში“, - აცხადებენ კომპანიაში.