11.სექტემბერი .2019 00:10

რატომ "არ უყვარს" გულს ორშაბათი - კარდიოლოგების დასკვნა

views 754
უკან

პოლონეთის ქალაქ ზაბჟეში მდებარე გულის დაავადებების ცენტრმა გულის დაავადებების ეროვნულ მონაცემთა ბაზა შეადგინა, რომლის ანალიზმა სპეციალისტები რამდენიმე საინტერესო დასკვნამდე მიიყვანა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ადამიანის გულს ორშაბათი განსაკუთრებულად არ მოსწონს.

როგორც კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერები აცხადებენ, ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ზრდის გულის შეტევის რისკს, არის სტრესი სამსახურში. ამიტომ, გულის შეტევების 17% შაბათ-კვირის შემდეგ პირველ სამუშაო დღეს ვლინდება. კვირის სხვა დღეებში, სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კი, მსგავსი შემთხვევების დაახლოებით, 15% ხდება, ხოლო შაბათ-კვირას - მხოლოდ 11%-12%.





გარდა ამისა, ადრე თუ ითვლებოდა, რომ გულის შეტევათა უმეტესობა დილით ფიქსირდება, პოლონელი კარდიოლოგების ანალიზმა ეს თეზისი უარყო. როგორც გაირკვა, დილის 06:00 საათიდან 12:00 საათამდე გულის შეტევების 27% ხდება, ხოლო შუადღემდე - 18:00 საათამდე პერიოდისთვის - 35%. საღამოს, შეტევები ადამიანების 22% -ში ვლინდება, ხოლო ღამე ამ კუთხით ყველაზე უსაფრთხოა.