საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკური მრჩეველი უკვე რამდენიმე თვეა, რაც არ არის. BMGtv-ის გადაცემა #რედაქტორში მან თქვა, რომ ყველა რჩევა, რისი მიცემაც შეეძლო, მისცა.
- ბატონო სოსო, რატომ დატოვეთ პრემიერ-მინისტრი რჩევების გარეშე?
- 2016 წლიდან ჯერ ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი ვიყავი, შემდეგ - პრემიერის; გავიარეთ ურთულესი პერიოდებ, მათ შორის covid-პანდემია... პრინციპში პანდემიიდან 1.5 წელიწადში ვნახეთ ეკონომიკის 10-15%-იანი ზრდები, ამაში ნამდვილად ჩემი წვლილიც არის; ჩვენ ერთად ვმუშაობდით... აგვისტოს ბოლო იყო და სექტემბერში უნდა განგვეახლებინა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში მუშაობა და მაშინ დავიწყე დაფიქრება... რაც კი შემეძლო რჩევები, სიღრმისეულად ყველა რჩევა გაკეთებული მქონდა; მათგან უმეტესობა ერთიანად დავამუშავეთ, რაღაცეები დაკორექტირდა. პლიუს ჩემი თავი გავითავისუფლე იმისგან, რომ მე ბიზნესში ვარ და ოთხი წელი მოწყვეტილი ვიყავი - საკუთარ ოფისში რომ გამოვჩნდი, გაუკვირდათ. ამას გარდა, რაგბსაც ბევრი დრო მიაქვს.
- ანუ სწორ გზაზე დააყენეთ პრემიერ-მინისტრი და გაეშვით?
- გუნდთან უნიკალური დამოკიდებულებას მაქვს. ის სტატუსი <პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი> მეტ პასუხიმსგებლობას ითხოვდა ჩემგან და მართალია, კანონით მე არ ვიყავი შეზღუდული, რომ მეკეთებინა ბიზნესი, მაგრამ შეიძლება, მაინც არ იყო სწორი ფორმა... მოსახლეობის თვალში და საკუთარ თავთანაც ეს დისკომფროტი მუდმივად მქონდა. ეს იყო ძირითადი მიზეზი. კომუნიკაცია ყოველკვირა თუ არა ორ კვირაში ერთხელ ისედაც სულ მაქვს.
- მარტივად შეგელიათ ირაკლი ღარიბაშვილი?
- არ შევლეულვართ. კონტაქტზე სულ ვართ. მე არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი, არ მჭირდება სტატუსი იმისთვის, რომ გამოვთქვა ჩემი აზრი; მთავარი რა არის - გინდ მინისტრი იყავი, გინდ - მრჩეველი, თუ გუნდს შენი არ ესმის, ვერაფერს გააკეთებ. გუნდი ღიაა. მე ეკონომიკური საბჭოს ბევრი სხდომა მინახავს, თუ როგორ უყურებდა გუნდი თქვენს გადაცემებსაც... იმ შენიშვნებს, რასაც აღნიშნავდით, ამოწმებდნენ, ესა თუ ის კითხვა საფუძვლიანი იყო თუ არა და მერწმუნეთ, თქვენ მიერ სიღრმისეულად დასმული კითხვები მთავრობისთვის მოტივაციაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება