17.მარტი .2020 14:00

რატომ აკრძალა მთავრობამ მხოლოდ სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა - პრემიერის განმარტება

views 558
უკან

"სამარშრუტო ტაქსებში სიმჭიდროვეც სხვა არის, მათი კონტროლი ბევრად უფრო რთულია და ვირუსის გადაცემის რისკები ამ სახის ტრანსპორტში არის შეუდარებლად მაღალი"- ასე ახსნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქალაქში მთავრობის მიერ სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვა. 

როგორც პრემიერმა განმარტა, მერიის მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო და ავტობუსები, მარტივად მუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით და იქ ფართობიც უფრო დიდია, ხოლო სამარშრუტო ტაქსებში სივრცე მჭიდროა.

„იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობის მიერ იქნა მიღებული, მობილობა ქალაქში შემცირებულია; მერიის სატრანსპორტო საშუალებები მოცულობით არის ბევრად უფრო დიდი და მათი დეზინფიცირება და ეპიდემიოლოგიურ ნორმალურ მდგომარეობაში შენახვაც არის ბევრად უფრო მარტივი; სამარშრუტო ტაქსებში სიმჭიდროვეც სხვა არის, მათი კონტროლი ბევრად უფრო რთულია და რისკები გადაცემის ამ სახის ტრანსპორტში არის შეუდარებლად მაღალი. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე შევაჩეროთ ეს. გავრცელების იმხელა რისკების წინაშეც თუ დავდექით რომ აუცილებლი გახდა სხვა ტრანსპორტის შეჩერებაც ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ. ჩვენ ვპასუხობთ გამოწვევას ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე როგორც ობიექტური რეალობა მოითხოვს და პირველი ამოცანა გახლავთ ეფექტურობა, რასაც დღემდე ნორმალურად ვართმევთ თავს“, - განაცხადა გახარიამ.