მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ამოივსო ჭავჭავაძეზე ორმოები საბურავებით და ქვიშის ტომრებით?! - საკრებულოს განმარტება

5e186a81964a2
ინგა მურუსიძე
10.01.20 16:21
8369
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სანაგვე ურნები უნდა დამონტაჟდეს, მანამდე კი დროებით, ეს ადგილები საბურავებით და ქვიშის ტომრებით ამოივსო, - ასე განმარტავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, გარკვეული ადგილების საბურავებით და ქვიშის ტომრებით ამოვსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ამ პროექტარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სანაგვე ურნები უნდა დამონტაჟდეს, რაც არის თანამედროვე ტექნოლოგიების, მწვანე ეკონომიკის ნაწილი. ბუნებრივია, სანამ ჩვენ ამ მიწისქვეშა ურნებს დავაკომპლექტებთ, რომლებიც უკვე შეკვეთილია, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით, ეს ადგილები საბურავებით და ქვიშის ტომრებით ამოვსებულიყო. ეს არის დროებითი ღონისძიება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება მიწისქვეშა ურნებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე, 90 თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ურნა დამონტაჟდება.

„მინდა, განვაცხადო, რომ ასეთი ურნები მხოლოდ ჭავჭავაძეზე არ იქნება. ჩვენ აღებული გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება სეპარირების და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. მიწისქვეშა ურნების დამონტაჟება ეტაპობრივად, დედაქალაქის მასშტაბით განხორციელდება,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.