14.სექტემბერი .2018 14:41

რატომ არ აპირებს თემურ ჭყონია პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის ფულის შეწირვას?

views 3409
უკან

ბიზნესმენი თემურ ჭყონია არც ერთი პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ფულის შეწირვას არ გეგმავს.

როგორც ჭყონია bmg -თან საუბარში აცხადებს, დღეს ამ თანამდებობის პირს იმდენად მცირე უფლება-მოვალეობები გააჩნია ის თუ ვინ იქნება პრეზიდენტი მისთვის ნაკლებად საინტერესოა. კითხვაზე თუ რატომ შეწირა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დირექტორმა ვახტანგ ლაღიძემ ფული სალომე ზურაბიშვილს, ჭყონიამ შემდეგი განაცხადა:
„მან ფული როგორც ფიზიკურმა პირმა ისე შესწირა. ვახტანგს ნათესავები ჰყავს საფრანგეთში და იქიდან იცნობს სალომეს. ხოლო როგორც ასეთი კომპანია კოკა-კოლას იმის უფლება რომ პოლიტიკურ ფიგურას ფული შესწიროს არ აქვს, ამას ჩვენი კონტრაქტიც გვიკრძალავს“-აცხადებს ჭყონია.

შეგახსენებთ: პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს “ქართული ოცნება” უჭერს, 22 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე, ჯამში, 107 ათასამდე ლარი შესწირეს. მისი ყველა შემომწირველი ფიზიკური პირია. ყველაზე მეტი თანხა – 50 ათასი ლარი – სალომე ზურაბიშვილს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორმა ვახტანგ ლაღიძემ შესწირა.

40 ათასი ლარი საკუთარ თავს თავად სალომე ზურაბიშვილმა შესწირა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა