16.მაისი .2020 20:50

რატომ არ აქვს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის ფუფუნება- პოლოლიკაშვილის მოსაზრება

views 658
უკან

„ყველაფერი დამოკიდებულია რესურსებზე“ - ასე პასუხობს UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი Forbes Talk-ში წამყვანის გიორგი ისაკაძის კითხვას - უნდა მოახდინოს თუ არა საქართველომ ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა მხოლოდ ერთ დარგზე არ იყოს დამოკიდებული.

ზურაბ პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ამის ფუფუნება არ გააჩნია.

„ყველაფერი დამოკიდებულია რესურსებზე. საქართველოს რომ გააჩნდეს კიდევ სხვა დამატებითი რესურსები, ყოველთვის კარგია დივერსიფიცირება და არა - ერთ სფეროზე კონცენტრაცია, თუმცა მაინც ვფიქრობ, სწორია ის, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი ძირითადი ლოკომოტივი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, რადგან არ გაგვაჩნია ფუფუნება სხვა ტიპის ბუნებრივი თუ არაბუნებრივი რესურსების”, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

ამასთან, მან ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში განხრციელებული ინვესტიციების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ „თითოეული ინვესტიცია ნიშნავს ტურიზმში ინვესტიციას და ამან მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რაც გვაქვს".

გარდა ამისა, ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო გეოგრაფიულად საინტერესო და მიმზიდველი, როგორც სატრანზიტო კორიდორი”.  “ეს არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარე“, - ამბობს ის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა