მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ჩაიკეტება ქობულეთის ბულვარი ავტომობილებისთვის? - მერის განმარტება

60e317f9dfe29
თათია ჩაფიჩაძე
05.07.21 18:57
1233
ქობულეთის მოსახლეობა და დამსვენებლები რეაბილიტირებულ ბულვარში ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას ითხოვენ. Bm.ge-თან საუბრისას დამსვენებლები და ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტურიტულად აქტიურ ზონაში ავტომობილების გადაადგილება საფრთხისშემცველია, რადგან მძღოლები ძირითადად გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებიან, ხოლო საღამოობით ხშირად ავტორბოლასაც აწყობენ.

ქობულეთის მერის მტკიცებით კი, აღნიშნული საავტომობილო გზის არსებობა აუცილებლობითაა გამოწვეული, რათა როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე მუნიციპალიტეტის სტუმრებმა დანიშნულების ადგილამდე კომფორტულად მისვლა შეძლონ. მისივე განცხადებით, ბულვარის მთელ პერიმეტრს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.

„ჩვენ ნაწილობრივ შევზღუდეთ ზღვისპირა პარკში მოძრაობა, გარკევულ მონაკვეთზე ვგეგმავთ სეზონზე ჩაკეტვას, თუმცა არის საავტომობილო გზა ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ პირველ ზოლში, შესაბამისად ჩვენ ვერ მოვუსპობთ მათ საცხოვრებელ ადგილამდე გადაადგილების უფლებას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გაადგილების წესი, რაც არის პირველ ზოლში დადგენილი, ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას. ამას აკონტროლებს საპატრულო პოლიცია და მერიის სამსახური, ვინც პატივს არ სცემს ამ წესს ის დაისჯება“ - ირწმუნება ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე.

აღსანიშნავია რომ ბულვარის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ავტომობილებით გადაადგილება აკრძალული იყო, თუმცა „საქმიანი დილის“ გადამღებმა ჯგუფმა ტერიტორიაზე მაინც არაერთი მანქანა დააფიქსირა. საპატრულო ეკიპაჟები კი პერიმეტრს არ აკონტროლებდნენ.