მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ჩანს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში covid-ით გამოწვეული სავარაუდო ხარჯები - განმარტება

5f75ca7a1b2a1
თელარა გელანტია
01.10.20 16:24
1002
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში, პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ხარჯები ჯერჯერობით, ასახული არ არის.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი.

„პანდემიის წინააღმდეგ ღონისძიებების ნაწილი, ჯერჯერობით, ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის - არც ჯანდაცვის და არც სოციალური და ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებით, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია გაურკვევლობა.

ვფიქრობთ, რომ ოქტომბერი და ნოემბრის შუა პერიოდი მოგვცემს იმის ანალიზის საფუძველს, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ 2021 წლის ბიუჯეტში და საბოლოო ვარიანტში ეს ყველაფერი აისახება. კერძოდ, ჯანდაცვის ნაწილში მნიშვნელოვანი იქნება რა ინფორმაცია იარსებებს ვაქცინაზე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინის შეძენის ხარჯები თუ ისევ ტესტირებასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები. თუ ორივე მათგანი იქნება გასათვალისწინებელი. ასევე, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული როგორი იქნება ეკონომიკური მოლოდინები მსოფლიო მასშტაბით, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, ოქტომბერში საქართველოს მთავრობა მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრაში, სადაც მსოფლიო ეკონომიკის განახლებული პროგნოზები გამოქვეყნდება.

„სწორედ ამის მიხედვით ჩვენ გვექნება უფრო სწორი ანალიზისა და სწორი დაგეგმვის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის დახმარება დასჭირდება ეკონომიკას. რა უნდა გააკეთოს ბიუჯეტმა - უფრო სწრაფ აღდგენაში უნდა დაეხმაროს ეკონომიკას თუ გაგრძელდეს მხარდაჭერის მიმართულებით ღონისძიებები.

ასევე, სოციალური კუთხით, ჩვენ ვნახავთ თუ რა საჭიროებები დადგება, ის პაკეტები, რაც წელს გვქონდა, ბუნებრივია, ყველაფერი ვერ გაგრძელდება, თუმცა ეფექტურობიდან გამომდინარე, ზოგიერთ მათგანზე შესაძლოა კიდევ მივიღოთ გაგრძელების გადაწყვეტილება. ამას გვაჩვენებს მსჯელობა, ანალიზი თუ რა პროცესები შეიძლება წარიმართოს 2021 წლის განმავლობაში და იმის მიხედვით მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირება,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროა - მთავრობა ხარჯებს 17 მილიარდამდე ზრდის