მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ცხადდება საგანგებო მდგომარეობასთან ერთად ფორსმაჟორი?- განმარტება

5e764bbb1341f
სალომე მეცხვარიშვილი
21.03.20 21:11
2686
რატომ არ არის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში გათვალისწინებული ფორს-მაჟორული ურთიერთობები?- ამის შესახებ განმარტება საქართველოს პარლამენტში მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა გააკეთა.

საუბარია დეკრეტზე, რომლის გამოცემის თხოვნითაც მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა და რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. აღნიშნულ დეკრეტს პარლამენტი სწორედ ახლა განიხილავს. მისი ძალაში შესვლისთვის საკანონმდებლო ხელისუფლების თანხმობაა საჭირო. 

„პირველ რიგში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ავტომატურად არ იწვევს საქართველოში არსებული ყველა სუბიექტის მიმართ ფორს-მაჟორული ურთიერთობების წარმოშობას. მაგალითად, თუ მეწარმე სუბიექტს ან ფიზიკურ პირს, ჩვეულებრივად შეუძლია განახორციელოს თავისი საქმიანობა, ბუნებრივია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მისთვის ვერ იქნება ფორს-მაჟორი. აგრეთვე სამოქალაქო კოდექსი გვაქვს, ასევე გახლავთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლებიც ფორსმაჟორის სიტუაციას არეგულირებს. აგრეთვე ადამიანები შეიძლება იყვნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ფორს-მაჟორული ურთიერთობა ამ ხელშეკრულებით ჰქონდეთ დარეგულიბული“,- განაცხადა ბექა დოჭვირმა.