მსოფლიო ბანკი საქართველოში 2020 წელს აბსოლუტური სიღარიბის ზრდას პროგნოზირებს. ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად, ქვეყნის 160,000 მოქალაქე, შესაძლოა, სიღარიბეში აღმოჩნდეს. ამავე შეფასების თანახმად, მსოფლიო ბანკი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-ით შემცირებას პროგნოზირებს, 2021 წლისთვის კი, ქვეყნის ეკონომიკის 4%-იანი ზრდა არის ნავარაუდევი. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 400 ათას ადამიანს შესაძლოა შემოსავალი შეუმცირდეს.
მსოფლიო ბანკის პროგნოზთან დაკავშირებით დღეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.
"მსოფლიო ბანკის შეფასებაში წერია, რომ შემოსავალი, შესაძლოა, შეუმცირდეს ადამიანებს - აქ მთავარია, რომ "შესაძლოა შეუმცირდეს“. პირბადის ტარებით თქვენ ეხმარებით იმას, რომ არ შეუმცირდეს, ასევე, ეხმარებით იმას, რომ ეკონომიკური აქტივობა რაც შეიძლება მალე აღდგეს და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევინარჩუნოთ ან შევქმნათ. თუ მაღალი დისციპლინით დავიცავთ ელემეტარულ წესებს, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგება. დღემდე სხვებთან შედარებით უკეთესად მოვდივართ. ვუტრირებ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პირბადის ტარების საშუალებით, წესების და დისტანციის დაცვით მოვახერხებთ იმას, რომ ეკონომიკა, ტურიზმი, სწავლა არ გავაჩეროთ და არაფერი არ გავაჩეროთ ისე, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას კრიტიკული რისკი არ შევუქმნათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება იმის ალბათობას, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზით, შესაძლოა, საქართველოს 160,000 მოქალაქე სიღარიბეში აღმოჩნდეს, პრემიერი ამბობს, რომ ეს რისკი არსებობს, მაგრამ ირწმუნება, რომ ეს სცენარი "ვერ და არ განხორციელდება, რადგან მთავრობას აქვს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, როგორც პირველი ტალღის დროს".
„აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი სოციალური პაკეტი შევთავაზეთ ჩვენს მოქალაქეებს - ვინც სამსახური დაკარგა, ვინც თვითდასაქმებული იყო, ტურიზმის სექტორს და ა.შ. როგორც კი მეორე ტალღას შევაფასებთ, დაახლოებით, წლის ბოლოსთვის, დამატებითი სოციალური დახმარების შეთავაზების საჭიროებაზე ვიზრუნებთ. ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი უკიდურესი სიღარიბიდან ამოვიყვანეთ ცოტა ზემოთ, მაგრამ პანდემიამ ეს მონაცემები გაგვიფუჭა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავბრუნდეთ 2019 წლის დასაწყისის მაჩვენებლებზე. მაკროეკონომიკურად ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი წლის დასაწყისი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - ამბობს პრემიერი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი