მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ გააფრთხილა მთავრობამ ბიზნესი სამთო კურორტების გახსნის შესახებ უფრო ადრე? - მინისტრის პასუხი

6036322e54c63
ინგა მურუსიძე
24.02.21 17:04
2972
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამთო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა ნებადართულია, ხოლო 8 მარტიდან საბაგიეროები გაიხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საბჭომ დღეს მიიღო.

BM.GE-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ჰკითხა, იყო თუ არა ეს პრემიერის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და რატომ არ გააფრთხილეს ბიზნესები სიახლეების შესახებ უფრო ადრე, რადგან ხვალვე მუშაობის დაწყება მათ ძალიან გაუჭირდებათ, სეზონი კი მალე მთავრდება.

„დღეს იმდენად პოზიტიური გადაწყვეტილებები მივიღეთ ბიზნესისთვის, რომ აქ კითხვის დასმა, "რატომ გუშინწინ არ მიიღეთ", უადგილოა. იმისთვის, რომ მივსულიყავით დღევანდელ დღემდე და საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებები მიგვეღო, უნდა გვემუშავა ძალიან ბევრი და დაგვენახა, რომ დადებითობის მაჩვენებელმა დაიწია მთელ საქართველოში. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ასეთმა გახსნებმა ეპიდვითარების გარკვეული გაუარესება გამოიწვიოს, ამიტომ ეპიდვითარების შენარჩუნება არის ერთობლივი პასუხისმგებლობა როგორც ჩვენი, ასევე ბიზნესის და მოქალაქეების“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, დაანონსებული გახსნები პირობითია, რადგან დარღვევების შემთხვევაში, მთავრობა იტოვებს უფლებას, კვლავ შეზღუდვები დააწესოს.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ მთავრობა სამთო კურორტებზე აჭარის მაგალითს ვერ გაიმეორებს, თურნავა პასუხობს: „აჭარა იყო სერიოზული გამოცდილება და იყო იმის მანიშნებელი, რომ პერიოდულად ბიზნესები უნდა გაიხსნას, რომ „ჩავასუნთქოთ ჟანგბადი“, აუცილებელია განხორციელდეს მკაცრი კონტროლი და პასუხისმგებლობა გაიზიაროს ყველამ“.

თურნავა ბიზნესს მოუწოდებს, რეკომენდაციები და პროტოკოლები მკაცრად დაიცვან.