მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რატომ არ გვაქვს სახელმწიფო აპლიკაცია, სადაც ყველა სერვისის მიღებას შევძლებთ“ - გიორგი ჩუგოშვილი

627fd949bf1f1
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.22 22:16
1468
სტრატაპ Phubber-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ქვეყანში სახელმწიფო სერვისების ერთიანი აპლიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სერვისები განვითარებულია, ციფრულ სივრცეში მოქცეული ყველა მომსახურების მიღება ერთიანად შეუძლებელია. ამის შესახებ მან გიორგი ისაკაძესთან „ბარში“ ისაუბრა.

გიორგი ჩუგოშვილს უკრაინაში მოქმედი სახელმწიფო სერვისების აპლიკაცია „ძია“ მოჰყავს მაგალითად და ამბობს, რომ ომის პირობებშიც ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობის სოციალური გასაცემლები სწორად ამ აპლიკაციის საშუალებით უპრობლემოდ ხორციელდება.

„მანქანა რომ გავაჩერე, პარკინგის აპლიკაციის ჩართვა მომიწია და დავფიქრდი, რატომ გვაქვს ეს აპლიკაცია ცალკე და რატომ არ გვაქვს აპლიკაცია, სადაც ყველა სერვისის მიღებას ერთდროულად შევძლებთ.

გასულ წელს უკრაინაში იმ განცდით ჩავედი, რომ ჩვენ ტექნოლოგიურად, სახელმწიფო სერვისების კუთხით, მათთან შედარებით ბევრად წინ ვიყავით. შეიძლება იუსტიციის სახლები მათზე უკეთ გვაქვს მოწყობილი, თუმცა მათ აქვთ სახელმწიფო აპლიკაცია „ძია“, რომელშიც თავმოყრილია პირადობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, ჯარიმები, აცრები, ახლა პენსიებს იქ არიგებენ. ჩემი აზრით, ეს აპლიკაცია სახელმწიფოსთვის იმდენად დიდი აქტივია, რომ ახლა იქ ერთ დღეში 40 მლნ ადამიანზე დახმარებას არიგებენ. ძალიან კარგი შენობა გვაქვს და იქ ძალიან კარგი სერვისებია, მაგრამ ტელეფონში რატომ არ მაქვს სახელმწიფო, სადაც ერთ ღილაკზე თითის დაჭერით კომუნალურებს, ან პარკინგის გადასახადს გადავიხდი.

რაღაც ნაწილში უკრაინაზე წინ კი ვართ, თუმცა უკრაინაში ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო ძალიან დიდი და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ“, - განმარტა გიორგი ჩუგოშვილმა.