მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ იხსნება რესტორნები - „რესტორანში პირბადის გამოყენება არ შეიძლება“

6010242d43f42
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.21 18:17
1330
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რესტორნებისთვის შეზღუდვების გახანგრძლივების მიზეზად იმას ასახელებს, რომ კვების ობიექტებში პირბადის გამოყენება არ შეიძლება. ამის შესახებ მან ტურიზმის ინდუსტრიასთან, მათ შორის რესტორატორთა ასოციაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სარესტორნო ინდუსტრიას თავისი სპეციფიკა გააჩნია; სხვა თუ არაფერი, იქ პირბადის გამოყენება არ შეიძლება; როდესაც მივირთმევთ, პირბადის გარეშე ვართ, არადა ცნობილია, რომ პირბადე არის ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალება და სწორედ იმიტომ, რომ 65%-ზეა ჩვენთან პირბადის ხმარება, ამიტომაც მეტნაკლებად ვაკონტროლებთ ეპიდვითარებას და ვსაუბრობთ ბიზნესის გახსნაზე“, - განმარტა თურნავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრები ის ინდუსტრიაა, რომელმაც რეგულაციების დაცვის შესაძლებლობა დაამტკიცა და სწორედ ამიტომ მათ 1 თებერვლიდან გახსნიან.