24.ივნისი .2020 18:35

რატომ არ მოქმედებს მთის კურორტებზე საბაგიროები - განმარტება

views 680
უკან

საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის განმარტებით, კურორტებზე საბაგიროები ამ დრომდე პანდემიის გამო იყო გაჩერებული.

როგორც BM.GE-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ტურიზმი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა, ამ დრომდე მიმდინარეობდა საბაგიროებისთვის უსაფრთხოების რეგულაციების შემუშავება.

"საბაგირო წარმოადგენს თავშეყრის ერთ-ერთ ადგილს, ამიტომ როგორც სხვაგან, აქაც დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები და საბაგიროები უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი საშუალებებით. ამ პერიოდის განმავლობაში საბაგიეროებისთვის განსხვავებულ რეგულაციებზე მთის კურორტების განვითარების კომპანია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობდა, ეს პროცესი უკვე დასრულებულია და ახლა უკვე იგეგმება საბაგიროების გახსნა", - აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, საბაგიროები სვანეთში, გუდაურსა და ბაკურიანში მალე ამოქმედდება, თუმცა ზუსტი თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა