მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რატომ არ შეგვიძლია გავაკეთოთ ცოდნის ტრანზიტი“ - ბიზნესმენი საქართველოს პოტენციალზე

60439d1d275d8
თამთა ჯიჯავაძე
06.03.21 21:59
765
ჩვენი სიმდიდრე არის მხოლოდ და მხოლოდ ცოდნა, - ამის შესახებ Caucasus Road Project-ის დამფუძნებელმა პაატა ტრაპაიძემ გადაცემა BMGDRIVE-ში საქართველოს პოტენციალზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა ტვირთების თვალსაზრისით და რატომ არ შეგვიძლია ასევე განვახორციელოთ ცოდნის ტრანზიტიც.

„ჩვენ ვართ მუსლიმანური და ქრისტიანული სამყაროს საზღვარზე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და წავიღოთ ეს ცოდნა საზღვრებს გარეთ. ავღანეთის გამოცდილებამ გვაჩვენა ერთი საინტერესო რამ. ჩვენი ჯარისკაცები უკეთესად შედიან ურთიერთობაში ავღანელებთან, ვიდრე ევროპელები და ამერიკელები. ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა, ჩვენი დადებითი ისაა, რომ სუფრებიდან და სტუმართმოყვარეობიდან გამომდინარე, ჩვენ გენეტიკურად ურთიერთობა შეგვიძლია. ძალიან დიდი სხვაობაა ევროპელსა და სირიელს, ან ირანელს შორის. მათ უჭირთ ურთიერთობა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა. ჩვენ კი ევროპელებთან გაცილებით უფრო ახლოს ვართ“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ნომერ პირველ ადგილზე უნდა იდგეს ცოდნა.

„დღეს რომ გააჩერო 1000 კაცი და ჰკითხო, რა გჭირდება ბიზნესის დასაწყებად, 999 გეტყვის რომ ფულიო. ტყუილია. ფულს რომ მისცემ, ის ფული დაიკარგება და რომ გავა ნახევარი წელიწადი, გეტყვის კიდევ ფული მჭირდება, არ მეყოო. ამიტომაც ჩვენი მთავარი ამოსავალი არის ცოდნა.

ჩვენ შეგვიძლია ცოდნა ორი გზით მივიღოთ. ერთი - თაობა უნდა შევქმნათ, რომელსაც მაღალტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში ვასწავლით და მეორე - ვისწავლოთ იმ კომპანიებისგან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ. ცოდნის იმპორტი უნდა განვახორციელოთ“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.