მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ უნდა დაიხარჯოს დონორების ფული სრულად სოცდახმარებაზე - მინისტრის მოადგილე

5ec64d0fcb226
ინგა მურუსიძე
21.05.20 14:00
1233

"თუკი თანხებს სრულად სოციალურ დახმარებაში დავხარჯავთ, დამატებითი რესურსის მოზიდვა შეუძლებელი იქნება"- ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატის დასმულ კითხვას. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა დაინტერესდა, საგადასახადო შეღავათები რატომ ვრცელდება მხოლოდ 6 თვეზე და არა მაგალითად, 1 წელზე.

დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო გამოვიდა იმ შესაძლებლობიდან, რაც ქვეყანას აქვს.

„კარგი იქნებოდა შეღავათები წლის ბოლომდეც გრძელდებოდეს და ერთი წელიც, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ იმ შესაძლებლობებიდან, რომელიც ქვეყანას აქვს. 6 თვიანი პაკეტი გაკეთდა საერთოდ ყველაფერზე, რადგან ერთი წლის რესურსი არ გვქონდა. იმ ეკონომიკური შოკის და დარტყმის გამო, რაც ქვეყანამ მიიღო, ყველაზე მინიმუმ ჩვენი საშემოსავლო წყაროების მილიარდ 800 მლნ ლარით კლებას იწვევს. დაახლოებით 10%-ს ჩვენი შემოსავლისა, უბრალოდ ვკარგავთ. ამ შემოსავლებს უნდა დაკომპენსირება დამატებითი ხარჯებით. ჩვენ მოვიზიდეთ ვალები, ზოგი უკვე დაირიცხა, ზოგი აწი დაირიცხება. თუ ყველაფერი სოციალურ პაკეტებში გადავთარგმნეთ, ამ თანხების მოზიდვა შემდეგ შეუძლებელი იქნება.

გარკვეული პარამეტრები, რაც ქვეყნისთვის არის აუცილებელი, საბიუჯეტო დეფიციტი თუ ვალი, გვეზრდება, კი, ნამდვილად ასეა, საბიუჯეტო დეფიციტი გვიორმაგდება, გვისამმაგდება, 50%-ით გვეზრდება ვალის მოცულობა დაახლოებით, მაგრამ რაღაც ზღვრამდე შეიძლება მივიდეთ. რაღაც ზღვრამდე შეიძლება დავითანხმოთ საერთაშორისო პარნტიორები, რომ მივიღოთ თანხები, მაგრამ თუკი სრულად სოციალურ დახმარებაში დავხარჯავთ, ამ დამატებითი რესურსის მოზიდვა შეუძლებელი იქნება. 6 თვის შემდეგ რომ მდგომარეობა გაუარესდეს, რესურსი აღარ გვექნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ცვლილებების თანახმად, 1500 ლარამდე ხელფასის მქონე მოქალაქეები, ასევე კომპანიები, რომლებიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს, 750 ლარის ნაწილში გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადიდან.