22.იანვარი .2021 15:42

რატომ არ უნდა გაიხსნას მთის კურორტები - გამყრელიძის პასუხი ტურიზმის ინდუსტრიას

რატომ არ უნდა გაიხსნას მთის კურორტები - გამყრელიძის პასუხი ტურიზმის ინდუსტრიას
views 1917
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისთვის ამირან გამყრელიძისთვის, გაუგებარია, რატომ უნდა შემსუბუქდეს შეზღუდვები მთის კურორტებზე.

BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გამყრელიძე ევროპის ქვეყნების მაგალითს იშველიებს და ამბობს:

„რატომ უნდა დაიშვას გამონაკლისი? ევროპაში ყველაზე ცნობილ მთის კურორტებზე - საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, შვეიცარია, გერმანია, ნახეთ რომელიმე ამ ქვეყანაში საბაგირო გზები გახსნილია თუ არა? ერთადერთი, საბაგიროები გახსნილია ავსტრიაში, ისიც მხოლოდ ადგილობრივებისთვის და არა უცხოელი ტურისტებისთვის და ამავე დროს იქ სასტუმროები გახსნილი არ არის, იმისთვის, რომ ადგილი არ ჰქონდეს დიდ შეკრებებს, რადგან დიდი შეკრებები ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკფაქტორია“,- აცხადებს გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა