კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად შვედეთის მიერ მსუბუქი ზომების მიღება არ უნდა იქნას გამოყენებული მოდელად სხვა ქვეყნების მიერ, რომლებსაც ეკონომიკის მალე გახსნა სურს. ამის შესახებ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები აცხადებენ.
შვედეთში, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, სკოლებს, სავარჯიშო დარბაზებს, ბარებს და მაღაზიებს თითქმის არ შეუწყვეტიათ მუშაობა კრიზისის პერიოდში. ამის ნაცვლად, შვედეთის მთავრობა დაეყრდნო საზოგადოების ნდობას და მოქალაქეებს უბრალოდ სთხოვა დარჩენილიყვნენ სახლში თუ რაიმე სასწრაფო საქმე არ ჰქონდათ გარეთ და დაეცვათ სოციალური დისტანცია.
ამ მიდგომას და სტრატეგიას ბევრი კრიტიკოსიც გამოუჩნდა და თაყვანისმცემელიც. მისი მეზობლებისგან განსხვავებით, შვედეთში გაცილებით უფრო მეტი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა კორონავირუსით, მაგალითად შვედეთში 2 941 ადამიანი დაიღუპა, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია დანიასა და ნორვეგიაში ერთად დაღუპული ადამიანების რიცხვისა.
თუმცა, თუ შევადარებთ სიკვდილიანობის მაჩვენებელს ყოველ მილიონ მოქალაქეზე მაგალითად იტალიასა და დიდ ბრიტანეთში, შვედეთი გაცილებით კარგ მდგომარეობაშია. უფრო მეტიც, შვედეთის წამყვანი ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების შკალა პლატოსებური გახდა. ამასთან, შვედეთს გრძელვადიანი ეკონომიკური ზიანი მისი მეზობლებისგან განსხვავებით არ ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა ცდილობს შვედეთის მიდგომა გზამკვლევად გამოიყენოს დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთვის, Goldman-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მისი "გადაკოპირება“ სხვასთან არ შეიძლება. ამის მიზეზი კი შვედეთში არსებული მკვეთრად გამორჩეული დემოგრაფიული მაჩვენებლებია:
"შვედეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე იტალიის ნახევარია, შვედეთში ასევე მეტწილად ერთსულიანი ოჯახებია, იშვიათია რამდენიმეთაობიანი ოჯახები. ამიტომაც შვედეთის გამოცდილება ვერ იქნება გამოყენებული სხვა ქვეყნების მიერ ბიზნესების გახსნის პროცესში“.
შვედეთის მთავრობაც ფრთხილად ეკიდება ქვეყანაში ცხოვრების ჩვეული რეჟიმის აღდგენის საკითხს. სამთავრობო უწყებები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თუ არ დაიცავენ რეკომენდაციებს დაინფიცირების რაოდენობა გაიზრდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი