ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ უფასურდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 3.2641 შეადგინა. 11:30 საათისთვის Bloomberg-ზე ლარი დოლართან მიმართებით 3,27-ად ივაჭრება.
პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” რომან გოცირიძე ლარის კურსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
მისი თქმით, ლარის გაუფასურებასთან ერთად კვლავ აქტუალური გახდება ქვეყანაში ფიქსირებული კურსის შემოღების იდეა, რასაც გოცირიძე არ ეთანხმება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ კურსის ფიქსაციაში ფულის გადახდა, თანხების ფლანგვაა.
“ლარი უფასურდება და რა თქმა უნდა, კვლავ გაცოცხლდება გულუბრყვილო-ეგზოტიკური იდეა ლარის გაუქმების შესახებ. ამ იდეის ნაირსახეობაა ლარის მიბმა რომელიმე მყარ ვალუტასთან და მთლად წინწასული იდეა-ეროვნული ბანკის გაუქმება.
თუ ლარი ფიქსირებული იქნება დოლართან, რაში მენაღვლება, ლარი მექნება ჯიბეში თუ დოლარი. კურსის ფიქსაციას სჭირდება დიდძალი რეზერვები. თუ ვერ აფიქსირებ, ესე იგი, დოლარი არ გყოფნის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ დოლარში გაქვს შემოსავალი და ეროვნული ვალუტაც დოლარია, გიმცირდება ეს შემოსავალი, ანუ ეფექტი იგივე იქნება, რაც ლარი რომ გქონოდა და გაუფასურებულიყო(თუ ინფლაცია იმ ზომით არ იქნება, რაც ლარი გაუფასურდა, მაშინ გაუფასურებული ლარი სჯობია შემცირებულ დოლარს).
კურსის ფიქსაცია კი უაზრობაა. ფლანგავ არასწორად რეზერვებს, ქმნი არასაბაზრო წონასწორობას, რაც შემდეგ ეკონომიკურ დისბალანსში გარდაიქმნება.
მცურავი კურსი თავის თავში ასახავს ეკონომიკის ობიექტურ მდგომარეობას და ბაზრის ყველა მოთამაშეს უქმნის თანაბარ პირობებს.
ერთ ვალუტაზე ანუ სხვა ქვეყნის ვალუტაზე კურსის მიბმა ეგზოტიკური გადმონაშთია და არც ეკონომიკურ თეორიაში და არც პრაქტიკაში სერიოზულად არ განიხილება. სხვა საკითხია ერთვალუტიანი ზონები. რამდენიმე იყო ასეთი, ყველაზე ნათელი მაგალითი კი ევროზონაა. ამაში მიიღო მანდელმა ნობელის პრემია. ეს სულ სხვა სისტემაა, სადაც ფაქტობრივად არ არსებობს ნაციონალური ცენტრალური ბანკები და სადაც კოორდინირებულია მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა.
გქონდეს ეროვნულ ვალუტად ევრო ან იყო ევროზონაში და გქონდეს საკუთარ ვალუტად ევრო, ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. პოლონეთი ან ჩეხეთი, ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნები, ვერ რისკავენ ევროზონაში შესვლას( დღეს არც მიიღებენ).
ამ თემაზე კამათი ინტელექტუალური თავისმტვრევაა. ეს ზრდილობიანად”,- წერს დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ