მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ უქმდება ე.წ. კომენდანტის საათი? - ვიცეპრემიერის პასუხი

601bb0e903cd6
ინგა მურუსიძე
04.02.21 12:30
4425
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რატომ რჩება ძალაში კომენდანტის საათი(გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე), როცა მთავრობამ სხვა მიმართულებებით შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. 

მისი თქმით, საღამოს საათებში ოჯახებში ხდება შეკრებები, პირბადის გარეშე კომუნიკაცია და ღამით გადაადგილების შეზღუდვაც სწორედ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად არის დაწესებული.

როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეს რეგულაცია გაცილებით მკაცრია.

„21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ ამ დროის შემდეგ ხდება ხოლმე ოჯახებს შორის შეკრებები, სუფრების გამართვა. ასეთი ტიპის ინტერაქციები როგორც წესი მიმდინარეობს პირბადის გარეშე და პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ასეთი ტიპის შეზღუდვები მოქმედებს, ზოგიერთ ქვეყანაში ეს შეზღუდვები დაწესებულია არა მხოლოდ 21:00 საათიდან, არამედ 18:00 საათიდან და ა.შ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა გრძელდება მთელი დღის განმავლობაში. ასე რომ, გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა თანამოქალაქეების ჯანმრთელობას და ეკონომიკას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვას არანაირი ცვლილება არ შეეხება.