23.მარტი .2020 13:22

რატომ არ უტარდება ტესტები ყველა მოქალაქეს - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

views 190
უკან

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, არსებული ტესტების გამოყენება ჯანმრთელ ადამიანებზე პასუხს არ იძლევა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაბამისი ტესტები საქართველოში ხვალ ჩამოვა, რის შემდეგაც მისი გამოყენება ყველა მოქალაქეზე მოხდება.

„ჩვენს ხელთ არსებული ტესტები ავლენს დაავდებას დაავდების სიმპოტომის გამოვლენიდან ან დაავდების მერვე დღიდან. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია კვლევის ჩატარება პირველივე დღეს. ის ტესტები რომელიც ხვალიდან იქნება საქართელოში, არის ის ტესტები, რომელიც დაავადებას გამოავლენს პირველივე დღიდან.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტების ხარისხი, მისი შერჩევა მოხდა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით და ის ტესტები, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას დაავადება 100%-იანი სიზუსტით დავადგინოთ”, - განაცხადა ტიკარაძემ.