მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ხარჯავთ covid-ფონდში აკუმულირებულ თანხას? - გოცირიძის რჩევა პრემიერს

5ece4623942ff
ინგა მურუსიძე
27.05.20 14:55
911
რატომ არ ხარჯავთ covid-ფონდში აკუმულირებულ თანხას? უფლება არ გაქვთ? - ამ კითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

გოცირიძე ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მის მიერ ფონდში ჩარიცხული 100 მლნ ლარის დაბრუნებას ელოდება.

„თქვენი გამოსვლიდან გავიგეთ საოცარი რამ. მე მოგწერეთ წერილი, სადაც მაინტერესებდა ამ კოვიდ ფონდის ხარჯვის შესახებ, თუ რატომ არის ეს ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ მას. 133 მლნ ლარი არის ამ ფონდში დღეს აკუმულირებული. დღეს გავიგეთ თქვენგან, რომ თურმე ეს ფონდი ყოფილა სარეზერვო, ბატონ ბიძინას მადლობაც გადაუხადეთ 100 მილიონისთვის და თქვით, რომ ამას გამოიყენებთ მერე; კი მაგრამ სარეზერვოდ გამოიყენეთ ის ფული, რომელიც მერე შემოვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ეს ფული, რომელიც დევს, დახარჯეთ ახლა. თქვენივე არასწორი სქემით, რომლითაც 300 ლარს უხდით დასაქმებულებს და ნახევარზე მეტს არც აძლევთ, ეს ფული რომ გამოიყენოთ, 133 მლნ ლარით 443 ათას თვითდასაქმებულს შეგიძლიათ მისცეთ 300-ლარიანი დახმარება. რატომ არ აკეთებთ ამას? ალბათ იმიტომ არ აკეთებთ, რომ რადგან იქ ბატონი ივანიშვილის ფული დევს, მისგან ელოდებით ნებართვას და შეიძლება ისეთივე უცნაურობა მოხდეს, როგორც წინა პერიოდში, 80 მლნ გაიღო სტიქიის მხარდაჭერისთვის, მერე მოვიდა ხელისუფლებაში და ეს 80 მლნ წაიღო უკან. თქვენ არ გაქვთ ამ ფულის განკარგვის უფლება? კეთილი ინებეთ და ამ ფონდიდან 430 ათას დასაქმებულს გადაუხადეთ ფული“, - განაცახდა რომან გოცირიძემ.

ამასთან, გოცირიძემ პრემიერს მიმართა, დაასახელოს თუნდაც ერთი ქვეყანა, გარდა საქართველოსი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არცერთი თეთრით არ დაეხმარა.