15.მარტი.2019 19:10
ეკონომიკა

რატომ არის ანაკლიის პორტზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ის ანგარიში კონფიდენციალური

რატომ არის ანაკლიის პორტზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ის ანგარიში კონფიდენციალური
BMG-იმ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა, რათა სამინისტროს  შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ის, “ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს” წლიური ანგარიში მიეღო. თუმცა, მაია ცქიტიშვილის უწყების განცხადებით, ისინი სააგენტოს 2017 და 2018 წლების საქმიანობის ანგარიშს ვერ გასცემენ, რადგანაც მასში საუბარია სახელმწიფოსა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც თავისმხრივ ასევე კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.

“სააგენტოს ანგარიშგება სამინისტროს წინაშე ხდება საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საინვესტიციო შეთანხმება წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოს, სააგენტოს მიერ მომზადებული ანგარიშები სამინისტროს მიმართ ვერ იქნება საჯარო ინფორმაცია,”- ნათქვამია სამინისტროს მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილში.

კითხვაზე თუ რას საქმიანობს აღნიშნული უწყება სამინისტროში გვიპასუხეს:

“სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო შეიქმნა მთავრობის 2017 წლის 23 მარტის დადგენილებით და მის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება დაევალა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

2017 წლის 6 ოქტომბერის მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოზე კონტროლის განმახორციელებელი უწყება გახდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიზანია:

• საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების (შემდგომში – საინვესტიციო ხელშეკრულება) მონიტორინგის განხორციელება.

• საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით მინიჭებული კომპეტენციის შესაბამისად, მათ შორის საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ქმედებებისა და რეაგირების კოორდინაცია, საქართველოს კანონმდებლობისა და კომპეტენციის შესაბამისად.

სააგენტოს შექმნის მთავარი მიზანია ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული კოორდინაცია და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი. შესაბამისად, სააგენტოს სტრატეგია ან პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავება არ ხდება. მისი საქმიანობის საგანი, ფუნქციები და უფლებამოსილების ფარგლები განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.

ვინ არის სააგენტოს ხელმძღვანელი? რამდენი ადამიანი მუშაობს მასში?

სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი არის დავით ჯავახაძე. სააგენტოში დასაქმებულია 9 ადამიანი (მათ შორის, არამუდმივი და დამხმარე ფუნქციის შესასრულებლად დაქირავებული პირები).

რა არის სააგენტოს ბიუჯეტი და როგორია მისი ათვისების მაჩვენებელი?

სააგენტოს ხარჯის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიებისთვის გადახდილი თანხა. ტექნიკური და იურიდიული პროფილის საკონსულტაციო კომპანიები სააგენტოს ეხმარებიან ინვესტორის მიერ წარმოდგენილი კვლევების/სამუშაოების შეფასებაში და საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან და დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის დადგენაში.

2017 წელი: საწყისი ბიუჯეტი 1,540,000 ლარი, დაკორექტირებული ბიუჯეტი 727,270 ლარი, ათვისების მაჩვენებელი 596,200 ლარი;

2018 წელი: საწყისი ბიუჯეტი 2,500,000 ლარი, დაკორექტირებული ბიუჯეტი 649,000 ლარი, ათვისების მაჩვენებელი 603,010 ლარი;

სახელფასო და საკონსულტაციო ხარჯი:

2017 წელი: სახელფასო ხარჯი 57,947 ლარი, საკონსულტაციო ხარჯები 527,122 ლარი;

2018 წელი: სახელფასო ხარჯი 199,632 ლარი, საკონსულტაციო ხარჯი 399,473 ლარი.

21.მაისი.2019 23:40
45

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციების გამო, ტურისტულ სეზონს საფრთხე ემუქრება

ვრცლად
21.მაისი.2019 23:28
227

რაზე შედგა და რაზე ვერ შედგა მოლაპარაკება - ინტერვიუ ანაკლიის კონსორციუმის CEO-სთან

ვრცლად
21.მაისი.2019 23:20
47

„დაინტერესებულები ვართ, რომ სწორედ ანაკლიის კონსორციუმმა მოიზიდოს დაფინანსება“

ვრცლად
21.მაისი.2019 22:30
66

„მნიშვნელოვანია, რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის დეტალურად შესწავლა“

ვრცლად
21.მაისი.2019 21:10
87

2019 წლის ზამთრის სეზონზე „გოდერძის“ მიმართულებით შესაძლოა ფრენები განხორციელდეს

ვრცლად
21.მაისი.2019 21:00
40

ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალზე ქართული ბიზნესის წარმატებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს

ვრცლად