მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის მიუღებელი ონლაინ-სწავლება? - UNICEF-ის შეფასება

614c70199a03a
ინგა მურუსიძე
23.09.21 21:40
617
UNICEF საქართველოს ოფისის წარმომადგენელი, კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ონლაინ სწავლების ნეგატიურ გავლენასა და სკოლებში სწავლის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც მან NCDC-ს მიერ გავრცელებულ ვიდეო-ინტერვიუში განაცხადა, სკოლების დახურვა აისახება არა მხოლოდ ბავშვების სწავლაზე, არამედ მათ განვითარებაზეც, როგორც ფიზიკურზე, ისე მენტალურზე.

„სკოლა არ არის მხოლოდ შენობა. ეს არის სივრცე, სადაც ბავშვი სწავლობს, ვითარდება, იძენს სოციალურ უნარებს და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის სწორედ სოციალურ სივრცეში ყოფნა. სკოლების დახურვა გავლენას ახდენს არა მხოლოდ მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასა და ჩამორჩენაზე, არამედ მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ფიზიკურ განვითარებაზე, რადგან ბავშვებს დიდხანს უწევთ ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა. ბავშვებს სჭირდებათ მობილობა. უნდა ვიფიქროთ ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე.

პანდემიას და იზოლაციას, ცოცხალი ურთიერთობების შეწყვეტას, რაც ბავშვებს აქვთ თავიანთ თანატოლებთან, ძალიან უარყოფითი გავლენა აქვს და ბევრ ბავშვს შეექმნა ფსიქოლოგიური პრობლემები. ბავშვებს სჭირდებათ ურთიერთობა, საიდანაც ისინი სოციალურ უნარებს იძენენ. მნიშვნელოვანია სკოლებში განახლდეს სწავლება, რადგან ბავშვებს სწავლებასთან ერთად განუვითარდეთ ის უნარები, რაც მათ სჭირდებათ“, - განაცხადა UNICEF-ის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ეს ჩაკეტილობა ისეთ კვალს დაამჩნევს ბავშვებს, რომ მისი გამოსწორება შესაძლოა შემდეგ რთული იყოს, ხოლო ბავშვების ნაწილი შესაძლოა ვეღარ დაეწიოს სასწავლო პროგრამას და ვეღარ აღიდგინოს უნარები.