მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის მნიშვნელოვანი არბიტრაჟის სისტემის დანერგვა?-სამშენებლო სექტორის შეფასება

5e4bc9d980080
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.20 16:45
1557
საარბიტრაჟო მომსახურების დანერგვა მნიშვნელოვანია მზარდ სამშენებლო პირობებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეველოპერული კომპანია „მ2“-ის მთავარმა იურისტმა სამშნებლო მიმართულებით დავით აბრამიძემ განუცხადა.

დღეს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა, სამშენებლო სექტორში დავების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მის გადაჭრის გზებზე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს.

როგორც დავით აბრამიძემ აღნიშნა, მათ კომპანიას არ აქვს დავების წარმოების პრაქტიკა, თუმცა ზოგადად სამშენებლო სექტორში შეუსრულებელი ვალდებულებების გამო სხვადასხვა სახის დავები არსებობს, შესაბამისად კვალიფიციური საარბიტრაჟო სისტემის ჩამოყალიბება აუცილებელია.

„მ2“- ს როგორც სექტორში მოღვაწე სხვა უძრავ კომპანიებს შეიძლება წარმოეშვას გარკვეული დავები. ზოგადად დავების წარმოშობის სამართლებრივი ბუნება ამ კონკრეტულ შეხევდრის მიზანთან მიმართებაში არ გამომდინარეობს მხოლოდ სამშენებლო სამართლებრივ ბუნებიდან იმდენად, რამდენადაც კონკრეტული დავები შესაძლებელია იყოს კერძო სამართლებრივი, სამშენებლო სამართლებრივი ძირითადი საფუძვლით, ან შეიძლება იყოს საჯარო სამართლებრივი, ადმინისტრაციულ სამართლებრივი და ა.შ.

საარბიტრაჟო მიმართულების და მორიგების ალტერნატიული გზების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი გადატვირთული სასამართლოს სისტემის პირობებში, იმდენად რანდენადაც ერთი საქმის სამივე ინსტანციის გავლას სასამართლოს და უზენაეს სასამართლოს ჩათვლის დაახლოებით წელიწად ნახევარი, უკეთეს შემთხვევაში 2 წელი უნდება. ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია შეუფერხებელი და სამართლებრივად სწორი განვითარება.

ამასთანავე, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს საარბიტრაჟო მიმართულებით ჰაბად გადაქცევის მიმართებაში, იმდენად რამდენადაც ამიერკავკასიაში მსგავსი პრეცენდენტი არ არსებობს, ამდენად საქართველოში ძლიერი საარბიტრაჟო ინსტიტუტის დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ განვითარებას, მის საერთაშორისო ასპარეზზე როგორც სამართლებრივი, დამოუკიდებელი და დემოკრატიულად ჩამოყალიბებული სახელმწიფოს სამშენებლო განვითარებას.

ჩვენს კომპანიებთან მიმართებაში დავები არ არსებობს, რომლებიც საარბიტრაჟო ჩარევას შეიძლება საჭიროებდეს. სამშნებლო მიმართულებით ობიექტურად არსებობს დავები, მაგალითად მენაშენეებსა და კომპანიას შორის, რომელიც შეუსრულებელ ვალდებულებებს უკავშირდება.

მიგვაჩნია, რომ ასეთი დავების არსებობის შემთხვევაში არბიტრაჟის ინსტიტუტის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს უამრავი ნორმა შეიცავალა, გადახალისება მოხდა ევროასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, შესაბამისად კვალიფიციური საარბიტრაჟო მომსახურების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია მკვეთრ და მზარდ სამშენებლო პირობებში“, - განაცხადა კომპანია „მ2“-ის მთავარმა იურისტმა.