"იმისთვის, რომ დავამატოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საჭიროა, სამედიცინო პერსონალის რესურსის ქონა", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადების შეფერხებულ მუშაობას და შესაბამისად, საზოგადოების კრიტიკას შეეხებოდა.
"სასწრაფო დახმარების ბრიგადები, პირველ რიგში, იმ ზარებზე მიდიან, სადაც ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არ არის საქართველოს მოდელი; მთელი მსოფლიო პაციენტებს მართავს მსგავსი მიდგომით. საჭიროების შემთვხვევაში, იყო განხილული ბრიგადების დამატება, მაგრამ ჩვენ გვესაჭიროება არამხოლოდ ავტომობილები, არამედ ექიმებიც, რომელთა რესურსი გარკვეულწილად შეზღუდულია. ამიტომ განვაგრძობთ იმ ქმედებებს, რასაც ვახორციელებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ონლაინ-კონსულტაციისთვის ცხელ ხაზზე ოპერატორების დამატებაც განიხილებოდა, თუმცა ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფრო ეფექტურად ჩაითვალა.
"ოჯახის ექიმები, განსაკუთრებით ქრონიკული პაციენტების შემთხვევაში, კარგად იცნობენ ამ პაციენტების დაავადებების მიმდინარეობას და, შესაბამისად, მათ მიერ პაციენტების მართვის ხარისხი გაცილებით უკეთესია, რადგან შეიძლება, თავად პაციენტის მხრიდან ვერ იქნას აღქმული ჩივილები და ონლაინ-კონსულტაციების შემთხვევაში, გარკვეული ხარვეზები გამოვლინდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა