მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ/ვერ ამატებს ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო დახმარების ბრიგადებს

5f8d7cc306bd9
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.20 15:45
968
"იმისთვის, რომ დავამატოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საჭიროა, სამედიცინო პერსონალის რესურსის ქონა", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადების შეფერხებულ მუშაობას და შესაბამისად, საზოგადოების კრიტიკას შეეხებოდა. 

"სასწრაფო დახმარების ბრიგადები, პირველ რიგში, იმ ზარებზე მიდიან, სადაც ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არ არის საქართველოს მოდელი; მთელი მსოფლიო პაციენტებს მართავს მსგავსი მიდგომით. საჭიროების შემთვხვევაში, იყო განხილული ბრიგადების დამატება, მაგრამ ჩვენ გვესაჭიროება არამხოლოდ ავტომობილები, არამედ ექიმებიც, რომელთა რესურსი გარკვეულწილად შეზღუდულია. ამიტომ განვაგრძობთ იმ ქმედებებს, რასაც ვახორციელებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ონლაინ-კონსულტაციისთვის ცხელ ხაზზე ოპერატორების დამატებაც განიხილებოდა, თუმცა ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფრო ეფექტურად ჩაითვალა.

"ოჯახის ექიმები, განსაკუთრებით ქრონიკული პაციენტების შემთხვევაში, კარგად იცნობენ ამ პაციენტების დაავადებების მიმდინარეობას და, შესაბამისად, მათ მიერ პაციენტების მართვის ხარისხი გაცილებით უკეთესია, რადგან შეიძლება, თავად პაციენტის მხრიდან ვერ იქნას აღქმული ჩივილები და ონლაინ-კონსულტაციების შემთხვევაში, გარკვეული ხარვეზები გამოვლინდეს“, - განაცხადა მინისტრმა.