ილონ მასკი Tesla-ს პირველი ევროპული ქარხნის გერმანიაში გახსნის მიზეზს განმარტავს. როგორც ამერიკული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, ბრექსიტი იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ ახალი ევროპული საწარმოსთვის გერმანია აირჩიეს და არა დიდი ბრიტანეთი.
ილონ მასკი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირისგან გასვლის გადაწყვეტილების ბუნდოვანება ბიზნესისთვის "ძალიან სარისკოა".
შეგახსენებთ, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla-ს პირველი ევროპული ქარხნის გერმანიაში გახსნასთან დაკავშირებით განცხადება ილონ მასკმა ბერლინში ვიზიტისას გუშინ გააკეთა.
Tesla Gigafactory 4 გერმანიის დედაქალაქთან ახლოს, ოდერ-შპრეეს რაიონში აშენდება და იქ ელექტრომანქანებისა და ელემენტების წარმოება დაიწყება. ამერიკულ პროექტში მილიარდის ოდენობის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. ქარხანა გერმანიაში 10 000-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. თავდაპირველად, იქ ელემენტები და SUV Model Y-ები იწარმოება, რომელიც ამ ეტაპისთვის გერმანიის ბაზარზე 44.000 ევრო ღირს.
ვარაუდობენ რომ, ამერიკული პიონერის პირველი ევროპული ქარხანა გერმანიაში 2021 წლის ბოლოს გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ საწარმოს გერმანიაში ამოქმედებასთან დაკავშირებით, ილონ მასკთან მოლაპარაკებებს ბრანდენბურგის ეკონომიკის მინისტრი იორგ შტაინბახი აწარმოებდა.
პირველი Gigafactory, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ელემენტებს აწარმოებს, "ტესლამ" აშშ-ში ნევადის უდაბნოში ააშენა, მეორე კი კომპანიას ნიუ–იორკის შტატში აქვს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი