მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ეს არის ახალი რეგულაცია, რომელიც ბიზნესს ავალდებულებს, მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენები თავადვე მართოს - შეაგროვოს, გადაამუშაოს ან ექსპორტზე გაუშვას. საუბარია სპეციფიკურ ნარჩენებზე, როგორებიცაა: ელექტრომოწყობილობები, ზეთები, საბურავები, შესაფუთი მასალები და ა.შ.
სპეციფიკურ ნარჩენებს თავად მწარმოებლები არ შეაგროვებენ, ეს სპეციალურ ორგანიზაციებს, პიაროებს მოუწევთ. თუმცა, როგორ უნდა შეგროვდეს ნარჩენები? - ამის რამდენიმე გზა არსებობს, მაგალითად, როგორიცაა ე.წ. დეპოზიტური სისტემა.
ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი ნარჩენების ჩამბარებელი სპეციალური მანქანებია, რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოიყენება. ესაა მოწყობილობები, სადაც ცარიელ ბოთლს აგდებ და გარკვეული რაოდენობის თანხას იღებ სანაცვლოდ. ეს არის, ასე ვთქვათ, კომპენსაცია იმ ფასნამატისთვის, რომელსაც მომხმარებლები იხდიან, რათა ნარჩენები შეგროვდეს და გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს. ფასნამატი კი დიდი ალბათობით საქართველოშიც იქნება, რადგანაც ნარჩენების მართვა ბიზნესისთვის ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ახალი რეგულაცია 2019 წლის პირველი დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა კანონქვემდებარე აქტების დამტკიცების გაჭიანურების გამო, ამ დრომდე გააქტიურებული არ არის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დოკუმენტები მთავრობას დასამტკიცებლად დეკემბრის ბოლომდე უნდა გადაუგზავნოს.
ამ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ ამ ე.წ. დეპოზიტურ სისტემაში მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა და არ ჩართო რძის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პროდუქცია არ გაძვირდება, როცა სხვა დანარჩენში მომხმარებელს მეტი ფასის გადახდა მოუწევს. ამ ჩანაწერს ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დისკრიმინაციულად აღიქვამს.
"ასეთი გამოცდილება ადრე არსებობდა გერმანიაში და დღემდე ეს გამოცდილება მოყვება. თუმცა, ამ გამოცდილებას ჰქონდა 30 წლის წინ საბაბი. ნაკლებად იყო განვითარებული ტექნოლოგიები, რომლებმაც ამგვარი მოთხოვნები დააყენეს გერმანიაში, რომ ამგვარი გამონაკლისები გაეკეთებინათ, თუმცა, დღეს თავადაც აღიარებენ, რომ ამგვარი გამონაკლისები აზრს მოკლებულია",- აცხადებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის ააიპ "ჯორჯია ფლასის" თავმჯდომარე გივი კალანდაძე.
რატომ არ არის ჩართული დეპოზიტურ სისტემაში ალკოჰოლური სასმელებისა და რძის წარმოების სექტორი - ეს კითხვები თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაცია Cenn-ის უცხოელმა ექსპერტმაც დასვა. დღეს ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათთვის სამინისტროს არგუმენტი რძის წარმოების სექტორთან დაკავშირებით მისაღებია - არ უნდა გაძვირდეს ბავშვთა კვება, თუმცა, ალკოჰოლურ სასმელებზე დეპოზიტური სისტემა აუცილებლად უნდა გავრცელდეს.
"განსხვავებულ პოზიციაში არ უნდა იყოს არც უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები და არც ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელები. ცალსახა და მკაფიო არგუმენტი, რომელიც მე დამარწმუნებდა იმაში, რომ არ უნდა იყოს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები ამ სისტემაში ჩართული, მე ვერ მოვისმინე",- აცხადებს Cenn-ის წარმომადგენელი კახა რუხაია.
სახელმწიფოს დამოკიდებულება კი ასეთია: ამ ეტაპზე დეპოზიტურ სისტემაში გამონაკლისები ისევ რჩება ალკოჰოლური სასმელებისა და რძის მწარმოებლების სახით. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე ყველა სექტორს ვერ მოიცავენ, სამომავლოდ კი მათი ჩართვა სისტემაში გამორიცხული არ არის.
"გვინდა პირველ ეტაპზე დავიწყოთ იმ სექტორით, რომელიც უფრო მეტს წარმოქმნის ნარჩენებს, რომელიც გარემოს მეტ ზიანს აყენებს. ალკოჰოლური სასმელები იწარმოება შუშის ბოთლებში. მისი მეორადი გამოყენებაც შეიძება გადამშავების გარეშე, ეს სხვა თემაა და არ ვქფირობთ, რომ ამ თემას ახლა უნდა მოვედოთ", - აცხადებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის