13.ივლისი .2020 19:47

რატომ ჩაანაცვლა Wizz Air-ის სუბსიდირებული რეისი Myway-მ - განმარტება

views 1844
უკან

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განმარტავს, ესპანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად რეისს Wizz Air-ის ნაცვლად რატომ შეასრულებს Myway Airlines-ი.

ცნობისთვის: 6 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში ივლისის სპეცრეისების განრიგი დასახელდა, გაცხადდა, რომ ბარსელონა-ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისს Wizz Air-ი განახორციელებდა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთსა და საქართველოს შორის ფრენას Myway Airlines-ი შეასრულებს, თუმცა ამჯერად რეისი თბილისი-ბარსელონა-თბილისი იქნება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ირწმუნებიან, რომ აღნიშნულის მიზეზი მოქალაქეების მაღალი მოთხოვნაა.

„ბარსელონიდან შესასრულებელი სუბსიდირებული რეისი შესრულდება ისე, როგორც იყო დაგეგმილი, განრიგის მიხედვით. უბრალოდ, მას შეასრულებს კომპანია Myway Airlines-ი, რადგან, რეისზე მაღალი მოთხოვნის გამო, დღის წესრიგში დადგა ტევადობის პრობლემა. Myway Airlines-ი ბოინგ 737-800-ით ბარსელონიდან 170 მგზავრის ჩამოყვანას უზრუნველყოფს. 

ესპანეთიდან მაღალია მოთხოვნა სარეპატრიაციო რეისებზე, ამიტომ დაუყოვნებლივ ჩანაცვლდა ერთი ავიაკომპანია მეორეთი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ათენისა და პარიზის ფრენებს შეასრულებს Wizz Air-ი, რაც მთავარია, არაფერი ემუქრება ამ რეისების დროულ შესრულებას“, - ამბობენ გაერთიანებაში.

Bm.ge დაინტერესდა თუ რატომ არ შეეძლო Wizz Air-ს 180 მგზავრის ჩამოყვანა, რაზეც აეროპორტების გაერთიანებაში შემდეგი განმარტება გააკეთეს: 

"მართალია, ავიაკომპანია Wizz Air-ი ახორციელებს ფრენებს 180-იანი ბორტით, მათ შორის ბარსელონას მიმართულებით. თუმცა, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნა იყო რომ თითოეულ მგზავრს, ბილეთთან ერთად ჰქონოდა 20 კგ ბარგის დაშვება. რაც ნიშნავდა იმას, რომ უნდა ყოფილიყო 180–მდე ადამიანი, რომელსაც ექნებოდა 10 კგ-მდე დაშვების ხელბარგი. თუმცა, ამასთან ერთად თითოეულ მგზავრს ექნებოდა უფასოდ 20 კგ ჩასაბარებელი ბარგის დაშვებაც. ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით თოთოეული მგზავრი წამოიღებდა 20 კგ ბარგს. 

ზოგადად დაბალბიუჯეტიანია კომპანია ფრენების ოპერირებისას ითვალისწინებს იმას, რომ მგზავრების 20-25% ჩასაბარებელი ბარგი არ აქვს. პრაქტიკის მიხედვითაც, როდესაც ხალხი ბარსელონაში ან უკან მოგზაურობს, როგორც წესი 180-ივე კაცი ბარგს არ აბარებს. თუმცა, ეს სავალდებულო ბარგი, რომელიც შეადგენს თითქმის 4 ტონას, მნიშვნელოვანი წონა არის ხომალდისთვის. ამიტომ ამან გამოიწვია ის, რომ თუ ჩვენს რეისზე გარანტირებულად ყველა ბარგით იქნებოდა, ეს გამოიწვევდა იმას, რომ 180 კაცი ვერ მოახერხებდა გაფრენას და ბარგის წონის შესაბამისად შემცირდებოდა მგზავრების რაოდენობა. ეს იყო დაახლოებით 40 ადამიანით შემცირება", - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

შეგახსენებთ, თბილისი-ბარსელონა-თბილისის სარეპატრიაციო რეისს ავიაკომპანია Myway Airlines-ი 15 ივლისს შეასრულებს. მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე 199 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა