05.სექტემბერი .2020 18:17

რატომ ჩაიკეტა ქვეყანა პანდემიის დასაწყისში და რატომ არ იკეტება ახლა? - თენგიზ ცერცვაძე

views 3146
უკან

ინფექციური საავამდყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პანდემიის დასაწყიში არავინ იცოდა, როგორ დაეცვა თავი და როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ხოლო ახლა მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ გამოცდილება დააგროვა.

ასე უპასუხა ცერცვაძემ კითხვას - რატომ ჩაიკეტა ქვეყანა პანდემიის დასაწყისში და რატომ არ იკეტება ახლა. 

„დასაწყისში არავინ ვიცოდით, რა კანონზომიერებით განვითარდებოდა პანდემია და იყო იმის საფრთხე, რომ საგანგებო ზომების გარეშე დაავადება მასიურ გავრცელების ფორმას მიიღებდა. ახლა მთელმა მსოფლიომ ისწავლა და მათ შორის ჩვენც, თუ რა შემთხვევებში, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს. სწორედ ამიტომ, უკვე ვიცით, რომ ასეთი მოცულობების მატება არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის, არ მოითხოვს საგანგებო ზომებს და ჩაკეტვას. ქვეყანამ ისწავლა კოვიდის მართვა, კლინიკური სექტორიც გაცილებით მომზადებულია. ბოლო თვის განმავლობაში გარდაცვალების მხოლოდ ორი შემთხვევა გვქონდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ლოკალური მატებები არ გაცდენია იმ ზღვარს, რომ ქვეყანაში ფართო გავრცელების საფრთხე გაჩენილიყო.

თენგიზ ცერცვაძემ მაგალითად მოიყვანა მიკროაფეთქებები ქვეყნის მასშტაბით და თქვა, რომ "ყველაფერი მასშტაბური ლოკალიზდა".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა