19.დეკემბერი.2018 13:30
ეკონომიკა, EU Georgia

რატომ "დაბლოკა" 2018 წელს ევროკავშირმა ქართული თხილის 7 პარტია

რატომ "დაბლოკა" 2018 წელს ევროკავშირმა ქართული თხილის 7 პარტია
2018 წელს ევროკავშირმა ქართული თხილის 7 პარტია “დაბლოკა”, - ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ec.europa.eu -ზეა განთავსებული.

ძირითადი მიზეზი კი, რის გამოც ქართული თხილი ევროკავშირის ბაზარზე ვერ მოხვდა, აფლატოქსინია, რომელიც სოკოვანი დაავადების ნაირსახეობაა.

ასევე Ec.europa.eu-ზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 7-ვე პარტიის უკან დაბრუნება ბულგარეთის საბაჟოდან მოხდა.

როგორც BM.Ge-ის ხარისხის ლაბორატორია „Quality Lab”-ის კონსულტანტამა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა დავით ჯორბენაძემ განუცხადა, საზღვაო გადაზიდვის დროს პირველივე საბაჟო ლაბორატორია გადამზიდავებს ბულგარეთში ხვდებათ და სწორედ ამიტომ არის ყველა პარტია ბულგარეთიდან დაბრუნებული.

“იმდენს ვიზამთ ან საერთოდ დაგვიბლოკავენ ისევ ან „კაპიკებამდე“ დავა ქართული თხილის ფასი. ამჯერად ძალიან სერიოზული რაოდენობით აფლატოქსინი აღმოჩნდა საექსპორტო პარტიაში. მერე გვიკვირს, რატომ იაფდება ქართული თხილი და ამ ფონზე სურსათის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, რომელმაც ფაქტიურად ჩაკლა მთავრობის მიერ მიღებული თხილის რეგლამენტის არსი“, - აცხადებს დავით ჯორბენაძე.

მისივე თქმით, მეორე პრობლემა, რომელიც “დაბლოკილ” თხილს ახლავს, არის ის, რომ არ არსებობს შემდეგ კითხვაზე პასუხი: საქართველოში უკან დაბრუნებული „ავადმყოფი“ თხილის პარტიები სად მიდის?!

ცნობისთვის: Ec.europa.eu-ის მიხედვით, საქართველოდან ექსპორტზე გაგზავნილი თხილის პარტიები ბულგარეთის საბაჟოდან შემდეგ რიცხვებში გამოაბრუნეს:

17/12/2018 თხილი, მიზეზი - აფლატოქსინი
08/11/2018 თხილი, მიზეზი - აფლატოქსინი
02/10/2018 თხილი, მიზეზი - აფლატოქსინი
17/09/2018 თხილი, მიზეზი - აფლატოქსინი
15/06/2018 თხილი, მიზეზი - აფლატოქსინი
13/04/2018 თხილი, მიზეზი - აფლატოქსინი
05/04/2018 თხილი, მიზეზი - აფლატოქსინი

აღნიშნულ თემაზე bm.ge სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინიტროსაც დაუკავშირდა.

მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის განცხადებით, თხილის რეგლამენტი ეფუძნება ევროპულ რეგულაციებს და "არანაირი მკვრადშობილი რეგლამენტი" არ არსებობს.

“ჩვენ გვაქვს ლაბორატორიები, რომელიც აწარმოებენ ევროკავშირისთვის შესაბამის ანალიზებს. რაც შეეხება აფლატოქსინს, რა თქმა უნდა, ამის გამო დაიბლოკება ყველგან, რადგან ეს არის ის სოკოვანი დაავადება, რომელიც აქვს ქართულ თხილს. მთელი წელია ვამბობთ, რომ აზიური ფაროსანა კი არაა პრობლემა, პრობლემაა სოკოვანი დავადებები”, - აცხადებს ხანიშვილი.

Bm.ge-ის კითხვას- რატომ ხვდება მსგავსი სოკოვანი დავადებებით ქართული თხილი საბაჟოზე ისე, რომ საქართველოში არ მოწმდება, ხანიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:
“რა თქმა უნდა, მოწმდება, თუმცა არის შემთხვევები, რომ ლაბორატორია ეუბნება ერთს, კეთდება - მეორე, ცდილობენ „გააპარონ“, თუმცა ევროკავშირს ვერ მოატყუებ. ასეთი ერთი დაბლოკვა კი, საქმეს სხვებსაც უფუჭებს”, - აცხადებს ხანიშვილი.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში თხილის წარმოება თითქმის 1/3-ით შემცირდა და მან 21.4 ათასი ტონა შეადგინა. თხილის წარმოების პიკი 2013 წელს იყო და 39 ათას ტონას შეადგენდა. 
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

25.ივნისი.2019 23:16
420

შვედეთის ელჩი უცხოელებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 23:04
266

Myway Airlines რუსული სანქციებით დაზარალებულებს ბილეთის საფასურს სრულად დაუბრუნებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 23:00
271

"კონტროლი ქართულ ღვინოზე 3 წელია გამკაცრებულია, ხდება ყველა პარტიის ახლიდან სერტიფიცირება"

ვრცლად
25.ივნისი.2019 22:30
684

„ტურისტული ემბარგოს“ შემდეგ, რუსეთის მხრიდან ხორბლის ბაზრის ჩაკეტვის საშიშროებაც არსებობს“

ვრცლად
25.ივნისი.2019 21:44
291

Galt&Taggart-ის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ლარი დოლართან 2.70-2.75-ის ფარგლებში იმერყევებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 20:36
1651

„ისეთ შეცდომას რომ დაუშვებ, რომ რუსეთის პრეზიდენტამდე მივა, ეს შეცდომა კი, არა დანაშაულია“

ვრცლად