მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაჩქარდა ლარის გაუფასურება სექტემბერში? – ევა ბოჭორიშვილის მოსაზრება

5f607b4902dbf
ლიკა გურაბანიძე
15.09.20 21:20
1939

“ლარის გაუფასურებაზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს, მათ შორის ის მოლოდინები, რაც არჩევნებს უკავშირდება, რომ არჩევნების შემდეგ ყველა ლარის გაუფასურებას ელის. აგრეთვე, გაზრდილი ფისკალური ხარჯები არის გარკვეული ფაქტორი, რაც ლარზე გავლენას ახდენს. მათ შორის, ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან 200-ლარიანი დახმარებების გაცემა”, -განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას.

ბოჭორიშვილის თქმით, ლარის კურსი ზაფხულში ახლანდელთან შედარებით სტაბილური იყო.

“ლარის კურსი ზაფხულში შედარებით სტაბილური იყო, დოლარის მიმართ დაახლოებით 3 ლარის ნიშნულზე, ხოლო სექტემბრიდან შედარებით სწრაფი გაუფასურება გვაქვს. მიუხედავად ეროვნული ბანკის ინტერვენციებისა, წლის დასაწყისს რომ შევადაროთ, ახლა ლარის დაახლოებით 9%-იანი გაუფასურება ფიქსირდება”, -განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს ცალსახად აქვს გაცხადებული, რომ წელს ლარის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ინტერვენციების განხორციელება გაგრძელდება.

ცნობისთვის, წლის დასაწყისიდან სებ-მა სავალუტო აუქციონებზე 369.7 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. Galt & Taggart-ის პროგნოზით, შესაძლოა ეროვნული ბანკის ინტერვენციებმა წლის ბოლომდე დამატებით $200 მლნ შეადგინოს.

15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ვარდნამ 2.38 თეთრი შეადგინა.

დღესვე ლარი ევროსთანაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 3.7521 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსს 3.43 თეთრით აღემატება.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ აშშ დოლართან მიმართებით ღირებულების 2% დაკარგა.