19.იანვარი .2022 10:15

რატომ დაგვიანდა „ნადი გრუპის“ ლოკოკინის ნახევარფაბრიკატების საწარმოს ამოქმედება

რატომ დაგვიანდა „ნადი გრუპის“ ლოკოკინის ნახევარფაბრიკატების საწარმოს ამოქმედება
views 948
უკან

„ნადი გრუპი“ 2022 წლის აგვისტოსთვის ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების საწარმოს ამოქმედებას გეგმავს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი მერაბ ნადარაია აცხადებს, რომ პროექტის ღირებულება 2 მლნ ევროა და ლოკოკინების მწარმოებელი კომპანია მას ნორვეგიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

„სენაკის მუნიციპალიტეტში 2 000 კვ/მ-ზე შენობა-ნაგებობა უკვე მზად არის და ახლა დანადგარების ტენდერი მიმდინარეობს. შემდეგ მოვამზადებთ სპეციალისტებს, მივიღებთ HACCP-ის და ISO-სერტიფიკატებს, რომლებზეც მუშაობა პარალელურად მიმდინარეობს და აგვისტოსთვის ქარხანა ამოქმედებისთვის მზად იქნება. მისი დღიური წარმადობა 4 ტონა ლოკოკინის ხორცი იქნება და საწარმოში 70 ადამიანი დასაქმდება“, - აღნიშნა მერაბ ნადარაიამ.

აღსანიშნია, რომ პროექტი გასული წლის შემოდგომაზე უნდა ამოქმედებულიყო. აქედან გამომდინარე, კითხვაზე - რატომ ვერ განხორციელდა პროექტი დათქმულ ვადებში, „ნადი გრუპის“ დამფუძნებელი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს და განმარტავს: „ქარხნის მშენებლობის დაწყება პანდემიამ შეაფერხა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ბაზრები და კომპანიები საერთოდ დახურული იყო, რამაც შეგვაფერხა. პროექტირებამ დიდი დრო წაიღო, რადგან პროექტირებისას აქცენტი უცხოელ ავტორებზე გავაკეთეთ, ვინაიდან მათ უფრო მეტი გამოცილება ჰქონდათ; ამას მოჰყვა სამშენებლო კომპანიების შერჩევა“, - ამბობს „ნადი გრუპის“ ხელმძღვანელი.

მერაბ ნადარაია განმარტავს, რომ საწარმოს ამოქმედების შემდეგ კომპანია ლოკოკინის ნაწარმის გატანას ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში შეძლებს. გეგმის შესრულება მიმდინარე წლის შემოდგომიდანაა გაწერილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა