მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაიგვიანა Pfizer-ის ვაქცინის ჩამოსვლამ - თამარ გაბუნიას პასუხი

603636226781d
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.21 15:48
795
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია Pfizer-ის ვაქცინის ქვეყანაში ჩამოსვლის დაგვიანების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ვაქცინის ტრანსპორტირების შესახებ კომპანიამ დამატებითი მოთხოვნების წერილი გამოაგზავნა.

„წერილში დაზუსტებულია ცივი ჯაჭვის პირობები - რა უნდა დავიცვათ და დეტალური ინსტრუქცია, როგორ უნდა მოხდეს მიღებული ვაქცინის ტრასნპორტირება აეროპორტიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრამდე, რადგან აეროპორტამდე ტრანსპორტირების ვალდებულებას თავად Pfizer-ი იღებს თავის თავზე. ამ შემთხვევაში უნდა დაზუსტდეს UNICEF-ის ჩართვა მოხდება თუ არა. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს პირდაპირ გავაკეთოთ და UNICEF-ის მექანიზმს გამოვიყენებთ "ასტრაზენეკას" შემთხვევაში“, - განაცხადა გაბუნიამ.