მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაიხურა "თბილისი ცენტრალი"?

5f805b24b5e25
ვიქტორია მღებრიშვილი
09.10.20 17:46
2393
თბილისი ცენტრალი, 2 დღით, 12 ოქტომბრამდე დაიხურა - ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის ცენტრალის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა დეა მაჭავარიანმა დაუდასტურა და "თბილისი ცენტრალის დროებითი დახურვის მიზეზი განმარტა.

„ვინაიდან „ოქროს ბირჟა“ დაიხურა, მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით "თბილისი ცენტრალის" ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქტიურად გადაადგილდებიან მოქალაქეები, დაეხურა და სადეზინფექციო სამუშაოები გაეტარებინა. ორშაბათიდან ჩვეული რეჟიმით აღვადგენთ მუშაობას“, - განაცხადა "თბილისი ცენტრალის" მარკეტინგის მენეჯერმა.

რაც შეეხება "თბილისი ცენტრალის" ტერიტორიაზე მოქმედ საქართველოს რკინიგზის სალაროებს, როგორ საქართველოს რკინიგზაში BM.GE-ის განუცხადეს, მათ სალაროებში სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატიურად ტარდება, ხოლო სალაროები ამ დღეების განმავლობაში მუშაობას არ შეწყვეტენ.

„საქართველოს რკინიგზის სალაროები აგრძელებენ მუშაობას, თუმცა ჩვენ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მომხმარებელს ბილეთების ონლაინ-შესყიდვებისკენ მოვუწოდებთ“, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.