დღეს დილიდან დეზერტირების ბაზარში Tesla დგას და საბარგული აგროპროდუქტებით – კიტრით, პომიდვრით, სტაფილოთი და სხვა ბოსტნეულით აქვს დატვირთული. ამ არასტანდარტულ სანახაობას გამვლელები ინტერესით აკვირდებიან, ზოგი მათგანი კი პროდუქციას პირდაპირ Tesla-ს საბარგულიდან ყიდულობს.
იქვე დგას ბანერი წარწერით „წარმოებულია აგროსფეროსთან ერთად“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ღონისძიების ინიციატორი აგროტექნიკისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი დისტრიბუტორი „აგროსფეროა“. აქტივობის იდეა კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონს“ ეკუთვნის და მისი მიზანი აგრომეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობის ხაზგასმა და ამ საკითხისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.
„აგროსფერო“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. ის მის პარტნიორ ფერმერებს თანამედროვე და ინოვაციური ტექნიკით უზრუნველყოფს, აგრომეურნეობისა და ბიზნესის საკითხებში უწევს კონსულტაციასა და წარმოების განვითარებაში ეხმარება.
„თანამედროვე ტექნოლოგიები არა მხოლოდ შრომას უმსუბუქებს ფერმერს, არამედ გაცილებით დიდი რაოდენობისა და ჯანსაღი პროდუქტების წარმოების შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, მათ გვერდს ვერ ავუვლით, თუკი გვინდა, რომ საქართველო განვითარებულ აგრარულ ქვეყნად ვაქციოთ – მოსახლეობისთვის საკმარისი და ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციაც ვაწარმოოთ და ექსპორტზეც შევძლოთ მისი გატანა“, – ამბობს „აგროსფეროს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.
„აგროსფერო“ გეგმავს თანამედროვე ფერმერობისა და მათი პარტნიორი ფერმერების წარმატებული საქმიანობის შესახებ უფრო მეტ ადამიანს გააგებინოს და ამ გზით დაარწმუნოს საზოგადოება იმაში, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ტექნოლოგიები აგრომეურნეობაში.
„ჩვენი პარტნიორი ფერმერები, რომელთა რიცხვიც სულ უფრო მზარდია, ბევრად წინ არიან სხვა ფერმერებზე და, ფაქტობრივად, მათ მიერ იქმნება ქვეყანაში ძირითადი აგროპროდუქცია. მიზეზი ერთია – ისინი წარმოებაში მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებებს, მაღალტექნოლოგიურ მინერალურ სასუქების, ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, სარწყავ სისტემებსა თუ დაავადებათა მონიტორინგის დანადგარებს იყენებენ“, – ამბობს აკაკი ტოროტაძე.
აგრომეურნეობაში თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების როლზე ინფორმირებულობის კიდევ უფრო გაზრდისთვის „აგროსფერო“ ბევრ სხვა ღონისძიებასა და პროექტს გეგმავს და, როგორც კომპანიაში ამბობენ, Tesla-ს დეზერტირების ბაზარში გამოჩენა გრძელვადიანი კამპანიის მხოლოდ დასაწყისია.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ