"სოკარ ჯორჯია გაზის" არასაყოფაცხოვრებო აბონენტები 1 დეკემბრიდან ერთი კუბური მეტრი გაზის მოხმარებისთვის 20 თეთრით მეტს გადაიხდიან. შესაბამისად, ტარიფი 1 ლარი 15 თეთრი იქნება. ასეთივე ტარიფი დაადგინა შპს "ინტერ გაზმა", რომელიც ახალციხისა და ასპინძის რაიონებს ემსახურება. ამ შემთხვევაში გაზი 6 თეთრით ძვირდება.
რეგიონების უდიდეს ნაწილს "სოკარი" ფარავს, მათ შორის ბუნებრივ გაზს აწვდის პურის ქარხnებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტარიფის ცვლილება მათ არ შეეხება.
"არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში.
ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებითა არის განპირობებული.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის, პანდემიის პირობებში, ბუნებრივი გაზის ფასი კომპანიის მიერ უცვლელად იყო შენარჩუნებული, მაგრამ ეს არ ასახავდა საქართველოს საბაზრო ფასის რეალობას. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეცვალა კომერციული ტარიფი და საქართველოში არსებულ საბაზრო ფასთან შესაბამისი გაგვეხადა.
ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის. ნათქვამია "სოკარ ჯორჯია გაზის" განცხადებაში.
"სოკარ ჯორჯია გაზისგან" განსხვავებით, შპს "ინტერ გაზი" მხოლოდ ასპინძისა და ახალციხის რაიონების აბონენტებს ემსახურება. კომპანიის დირექტორის ვასილ აბულაძის ინფორმაციით, გაზრდილი ტარიფი მისი საქმიანობის არეალში 350-მდე აბონენტს შეეხება.
"ტარიფის გაზრდის მიზეზი არის ის, რომ საწვავი გაძვირდა, მასალებიც გაძვირდა და უკვე ვეღარ ავუდივართ ხარჯებს. თავის მხრივ, ამ ყველაფრის გაძვირება კურსის ცვალებადობამ გამოიწვია. აქამდე ვითმინეთ, ვითმინეთ, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ ვუძლებთ", - განაცხადა ვასილ აბულაძემ.
BM.GE დედაქალაქში გაზის მიმწოდებელ კომპანიასაც დაუკავშირდა. როგორც "თბილისი ენერჯიში" აცხადებენ, ტარიფის ცვლილება თბილისში არ იგეგმება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება