ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი ძირითადად იზრდება და ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას მარტის თვის შემდეგ. კერძოდ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 10,4 დოლარით/ბარელზე ანუ 27,8%-ით და დღეისათვის შეადგენს 47,86 დოლარს/ბარელზე.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ნავთობის ფასის მატება განპირობებულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით: 1. საიმედო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი წარმოება; 2. აშშ-ის გენერალური სერვისების ადმინისტრაციის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპის თანხმობა ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ის ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება. კერძოდ, ბენზინის ფასი ნოემბრის თვის დასაწყისიდან გაზრდილია დაახლოებით 67,5$-ით/ტონაზე ანუ 19,8%-ით 407,50 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი გაზრდილია დაახლოებით 82,5$-ით/ტონაზე ანუ 27%-ით 388,25 დოლარამდე/ტონაზე.
აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი. კერძოდ, ნოემბრის თვის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 3,2327 ერთეულს და დღეისათვის მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 3,3193 ერთეულს.
რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ნოემბრის თვიდან დაწყებული საწვავის ფასი გაზრდილია ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 7-13 თეთრით ლიტრაზე. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,10-2,29 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,28-2,39 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,45-2,49 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,27-2,39 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 2,17-2,33 ლარი/ლიტრაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ეტაპზე საწვავის ფასის მხოლოდ ამ დოზით ზრდა მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიების მიერ არსებობდა დაბალფასიანი საწვავის გარკვეული მარაგები, რაც გარკვეულწილად აბალანსებდა საბითუმო ბაზარს. თუმცა საბითუმო ბაზარზე საწვავის ფასი იზრდება, რასაც ემატება ლარის კურსის გაუფასურება, რაც იწვევს საწვავის ფასის მატებას როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე“,- აცხადებს ნავთობიმპორტიორთა კავშირი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა