მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ძვირდება საწვავი? - "სენტა პეტროლიუმის" დირექტორის განმარტება

609a953b5ed72
ინგა მურუსიძე
11.05.21 21:40
896
საქართველოში საწვავის ფასი რამდენიმე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე 3 ლარს გადასცდა. საუბარია ეკოსუპერის ტიპის საწვავზე, რომელიც ზოგიერთ სადგურებზე 3.02 ლარი ღირს, ზოგან ფასი 3.10 ლარია.

"სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელი და დირექტორი, ზაალ იაკობიძე საწვავზე ფასების მომატების ძირითად მიზეზად ორ ფაქტორს ასახელებს:

"საწვავის ფასები ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული, ეს არის საერთაშორისი ფასები ბაზარზე და ასევე ლარის კურსის სიმყარე, ან პირიქით. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატება შეინიშნება, რაც შეეხება კურსს, ბოლო პერიოდში ოდნავ გამყარდა.

ეს კარგი ტენდენციაა და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მივიღოთ საწვავის ფასების შემცირება. დღეისათვის ასეთი სიტუაციაა. რამდენად იმოქმედებს ეს ორი ფაქტორი ფასწარმოქმნაზე, ამაზე ვართ დამოკიდებული მთლიანად", - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

მისივე თქმით, ფასების საკითხის პროგნოზირება ძალიან რთულია.

"როცა ერთი ფაქტორი უარესდება, ეს მაშინვე აისახება ჩვენს ბაზარზე, ძირითადად ეს მეტობაში გამოიხატება ბოლო პერიოდია. უკვე რამდენიმე თვეა ზრდის ტენდენციაა და ეს ორი ფაქტორი ახდენდა ხან ერთდროულად ზემოქმედებას, ხან თითოეული ცალ-ცალკე.

ბოლო პერიოდში ზრდის ტენდენციაა და თუ მოხდა ისე, რომ ან საერთაშორისო ბაზარზე ფასმა კლება დაიწყო, ან კურსი გამყარდა, ეს აუცილებლად აისახება საქართველოს ბაზარზე და შეიძლება ამ შემთხვევაში შედეგი დადგეს ის, რომ საწვავის ფასმა დაიკლოს", - აღნიშნა ზაალ იაკობიძემ.