19.მარტი .2020 15:35

რატომ ელოდება მთავრობა კორონავირუსის შემთხვევების ზრდას? - მინისტრის პასუხი

views 590
უკან

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მთავრობის განცხადებები იმის შესახებ, რომ ელოდებიან ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას, პირველ რიგში ეფუძნება იმ 2000 ადამიანს, რომლებიც დღესდღეობით კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში იმყოფება.

მინისტრის თქმით, აღნიშნული მოქალაქეები რისკ-ჯგუფების ქვეყნებიდან არიან ჩამოსული და არ არის გამორიცხული, ზოგიერთ მათგანს ვირუსი აღმოაჩნდეს.

„არ გვქონდეს პანიკის საფუძველი, არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიყოთ მობილიზებულები, არ ვიყოთ ფრთხილად და არ გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ყველა რეკომენდაცია. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება. ჩვენი პროგნოზი ეფუძნება პირველ რიგში იმას, რომ ჩვენი 2000-მდე მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში, არის დღეს საქართველოში, იმყოფებიან კარანტინში და ნაწილი თვითიზოლაციაში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ამ მოქალაქეებში ველოდებით რიცხვის ზრდას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობას და ვემზადებით შემდეგი პაციენტების მიღებისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა