17.მარტი .2020 23:30

რატომ გაამკაცრა მთავრობამ პრევენციული ზომები - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

views 387
უკან

25 იანვარს როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ფრენები უნდა შეგვეჩერებინა ჩინეთის მიმართულებით, მაშინაც არ ყოფილა საფრთხე რეალური, - განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ, რომელიც მთავრობის მხრიდან გამკაცრებული პრევენციული ზომების მიზეზებს ეხებოდა.

როგორც ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, ყველა პრევენციული ღონისძიება იძლევა იმ შედეგს, რომელიც ქვეყანაში დღეს არის.

„რეალურ საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს ის 34 პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყვავს, დაფიქსირებული სტატისტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს და აქედან გამომდინარე ჩვენ ვთვლით, რომ დამატებითი პრევენციული ღონისძიებები და ამ ღონისძიებების გამკაცრება და ხარისხობრივად უკეთესად შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

კლასტერების წარმომავლობა ამ ეტაპისთვის სრულად არის გაკონტროლებული. ის პაციენტები, რომლებიც არიან დადასტურებულები, მათი ჯაჭვი სრულიად არის შესწავლილი ჩვენი თანამშრომლების მიერ.

ჩვენ ვაკვირდებით გარკვეულ რიცხვებს, ანუ მზარდ სტატისტიკას საქართველოში დადასტურებული ინფიცირების შემთხვევებისას, ასევე ვაკვირდებით რამდენად ხარისხიანად სრულდება ყველა უწყების მხრიდან გაცემული რეკომენდაციები და დავალებები, ჩვენი მოქალაქეების მზაობას და სოციალურ პასუხისმგებლობას, ყოველივე ამის ჯამური შეფასება იძლევა იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა და მისი მეთაური იღებს“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა