მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაჭიანურდა 520-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანა? - მინისტრი ექიმებს აკრიტიკებს

5e2eb14008a14
ინგა მურუსიძე
27.01.20 13:49
946
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მთავრობის 520-ე დადგენილებაში გარკვეული პუნქტების შესაცვლელად ექიმებმა საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინეს.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს მუშაობა ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

„შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს, ყოველდღიურ რეჟიმში და დღეში ორჯერ, სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. მუშაობა გაჭიანურდა იქიდან გამომდინარე, რომ ექიმების მხრიდან მოწოდებული ის ფაქტები და მტკიცებულებები ვერ ჩაითვალა საკმარისად, რომ შეცვლილიყო 520-ე დადგენილების გარკვეული პუნქტები. ჩვენ მივეცით მათ გარკვეული განმარტებები და არაერთი დამატებითი ინფორმაცია. ასევე მივაწოდეთ  დამატებითი ინფორმაცია საერთაშორისო სტრანდარტების მიხედვით, რათა შემდგომში დაემუშავებინათ ის ქართულ ენაზე, შეთანხმებულიყვნენ და დაებრუნებინათ პასუხები სამინისტროში“, - აღნიშნა მინისტრმა.